23 ოქტ, 2025
Petra Group | Swissotel Hotel & Residences Gudauri

Swissôtel Hotel & Residences Gudauri – გუდაურის პირველი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც აერთიანებს Swissôtel-ის პრემიუმ სასტუმროსა და ბრენდირებულ რეზიდენციებს.

პროექტი ხორციელდება Petra Group-ისა და საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორ Accor-ის პარტნიორობით და წარმოადგენს ახალ, განსაკუთრებული კონცეფციის მქონე სამთო დეველოპერულ პროექტს – Petra Ski Resort, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გუდაურის ინფრასტრუქტურას და დაამკვიდრებს ახალ არქიტექტურულ სტანდარტს რეგიონში.

პროექტის არქიტექტურა ეფუძნება თანამედროვე დიზაინისა და მთის ბუნებრივი გარემოს ჰარმონიას. თითოეული რეზიდენცია შექმნილია ენერგოეფექტურობის, ფუნქციურობისა და ესთეტიკური სიზუსტის გათვალისწინებით. კომპლექსი გათვლილია როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონებზე და აერთიანებს სრულად გამართულ ინფრასტრუქტურას.

CQM ახორციელებს პროექტის სრულ სამშენებლო და საინჟინრო მენეჯმენტს, რაც მოიცავს:

სამშენებლო პროცესების სრული კოორდინაციას – კონცეფციიდან ექსპლუატაციამდე;

ხარისხის, უსაფრთხოების და სამუშაო პროცესების მონიტორინგს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;

დროისა და რესურსების ოპტიმიზაციას ბიუჯეტის ზუსტ კონტროლთან ერთად;

სამშენებლო კონტრაქტორებისა და ინჟინრული გუნდის მართვას ერთიანი სისტემით.