თქვენი სანდო პარტნიორი
მშენებლობის პროცესში


CQM არის კომპანია, რომელიც მართავს სამშენებლო პროცესებს იდეიდან დასრულებამდე. პროფესიონალთა გუნდი გთავაზობთ სამშენებლო პროექტის სრულ მენეჯმენტს, რომლის პირობებშიც ეფექტური კომუნიკაციის, დროული შესრულების და ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის საფუძველზე უზრუნველვყოფთ თქვენი პროექტის წარმატებით განხორციელებას.
-
პროექტის მართვა
-
რესურსების ეფექტური მართვა და ოპტიმიზაცია
-
უწყვეტი კომუნიკაცია და გამჭვირვალობა
მშენებლობის მართვა
მშენებლობის პროცესის მართვის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ სამშენებლო პროექტს და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მთელს პროცესს, ინიცირებიდან დასრულებამდე, ვუწევთ ორგანიზებას, კოორდინაციასა და კონტროლს.
დიზაინის მართვა
დიზაინის მენეჯმენტის ფარგლებში, ჩვენ გთავაზობთ თქვენი სამშენებლო პროექტის დეტალურ განხილვას და მის განხორციელებას. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენს მიერ მოცემული დავალების ზუსტ ანალიტიკას და პროექტის ოპტიმიზაციას, რაც ამცირებს სამშენებლო ხარჯს და ზრდის მის წარმატებას.
რისკების მართვა
პროექტით განსაზღვრულ ფინანსებთან, ვადებთან, უსაფრთხოებასთან, ტექნიკურ საკითხებთან და სხვა ასპექტებთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირებას, ანალიზსა და მათზე რეაგირებას;
ბიუჯეტირება
CQM უზრუნველყოფს პროექტის ინიცირების ეტაპზე საორიენტაციო და შემდგომ ეტაპზე დეტალური ბიუჯეტის განსაზღვრას და პროცესში ფულადი სახსრების მონიტორინგს. ეს არის პროცესი, რომელიც მოიცავს პროექტის ხარჯების პროგნოზირებას, რესურსების განაწილებას და ფინანსური კონტროლის უზრუნველყოფას.
ხარჯების ოპტიმიზაცია
ჩვენი გუნდი თქვენი პროექტის სწორი ანალიზით, გეგმარებით და პროცესების გამართვით გთავაზობთ სერვისს რომელიც უზრუნველყოფს ხარჯების ოპტიმიზაციას ხარისხის უცვლელად ან მისი გაუმჯობესებით. ჩვენ ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოძიებით ვამცირებთ სამშენებლო ხარჯებს.
სატენდერო პროცესების ანალიზი და მართვა
CQM-ის ეს სერვისი თქვენთან კოორდინაციით უზრუნველყოფს პროექტის პრიორიტეტების განსაზღვრას, სატენდერო მატრიცის შექმნას, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ტენდერის დაგეგმვას, მართვას და შესაბამისი ანგარიშის მომზადებას.
შრომის უსაფრთხოება
პროექტის მიმდინარეობისას CQM ის გუნდი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რისკების პრევენციას და მათ ეფექტიან მართვას.
სასტუმროს პროექტების კონსულტაცია
CQM გთავაზობთ სასტუმრო პროექტის სრულყოფილ საკონსულტაციო სერვისებს. ვაანალიზებთ პროექტის პოტენციალს ლოკაციის, ბაზრის ტენდენციებისა და მოთხოვნების მიხედვით. უზრუნველვყოფთ პროექტის სწორ დაგეგმვასა და განვითარებას. გიწევთ კონსულტაციას და სრულად ვართ ჩართული საერთაშორისო სასტუმრო ბრენდების ფრანშიზას მიღების მოლაპარაკებაში.