2026 წელს სიტყვა “მწვანე” სამშენებლო სექტორში ორ სრულიად განსხვავებულ ასოციაციას იწვევს. ზოგისთვის ის ეკოლოგიური პასუხისმგებლობაა, ნაწილისთვის კი – ზედმეტი ხარჯი. მეორე ასოციაცია არასწორია და ეს შეცდომა ინვესტორებს კონკრეტულ ფინანსურ ზარალს აყენებს.
ინოვაციური სამშენებლო მენეჯმენტი საქართველოში მდგრადი მიდგომების გარეშე დღეს წარმოუდგენელია, რადგან ბაზარი ამ მიმართულებით ვითარდება და ეს პროცესი შეუქცევადია.
ხშირად პრობლემა ისაა, რომ მწვანე მშენებლობის ხარჯები ხილულია, ხოლო მისი სარგებელი დროში გაწელილი და ნაკლებად ცხადი. სწორედ ეს ასიმეტრია ქმნის მითს “ძვირი ეკო-პროექტის” შესახებ. სინამდვილეში კი, თუ პროცესს გრძელვადიან ჭრილში შევხედავთ და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვასა და მოსალოდნელ უკუგებას კომპლექსურად გავაანალიზებთ, რეალობა რადიკალურად იცვლება.
UNEP-ის 2024-2025 წლის გლობალური ანგარიშის მიხედვით, შენობები მსოფლიოში მოხმარებული ენერგიის 32%-ს შთანთქავს და CO2-ის გლობალური ემისიების 34%-ს ქმნის. ეს რიცხვები ის ფაქტობრივი სურათია, რომლის გარშემო მსოფლიოს მარეგულირებლები, ბანკები და ინსტიტუციური ინვესტორები უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ. საქართველოს სამშენებლო სექტორი ამ ტენდენციისგან შორს ვერ იქნება.
რა არის მწვანე მშენებლობა და რატომ ხდება ის გარდაუვალი?
მწვანე მშენებლობა მხოლოდ მზის პანელს სახურავზე ან გამწვანებულ ფასადს არ გულისხმობს. ეს კომპლექსური მიდგომაა, რომელიც საპროექტო გადაწყვეტიდან, BIM მოდელირებიდან, ენერგოეფექტური მასალების შერჩევიდან, საინჟინრო სისტემებისა და შენობის მთელი სასიცოცხლო ციკლის მართვით იწყება.
მწვანე არქიტექტურის სტანდარტებს ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც შენობების ენერგეტიკული ეფექტურობის მოთხოვნები ბოლო წლებში მკვეთრად გამკაცრდა, სავალდებულო ხასიათი მიეცა. საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო ამ მიმართულებით ვითარდება და კომპანიები, რომლებიც ამ სტანდარტებს ნებაყოფლობით და წინასწარ იღებენ, ხვალ კონკურენტული უპირატესობით ისარგებლებენ.
გარდა ამისა, მოიჯარეების მოთხოვნებიც იცვლება. CBRE-ს 2024 წლის კვლევამ 225 კორპორაციული უძრავი ქონების მენეჯერი გამოკითხა ამერიკის ბაზარზე. მათი 55% ფიქრობს, რომ მწვანე სერტიფცირების სტატუსი შენობის შერჩევაზე გავლენას ახდენს. 35%-მა კი განაცხადა, რომ სერტიფიცირების გარეშე ფასდაკლებას ითხოვდა ან შენობაზე უარს ამბობდა. ეს ციფრები, 2019 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა და ტენდენცია ამ მიმართულებით გრძელდება.
ფინანსური არგუმენტები: ROI მწვანე მშენებლობაში
ყველაზე გავრცელებული კითხვაა ის, თუ “რა ROI-ს მოიტანს ეს პროცესი?”. პასუხი რამდენიმე მიმართულებით უნდა განვიხილოთ. ყველა მათგანი ფინანსური გათვლის შედეგია.
საოპერაციო ხარჯების თვალსაზრისით, World Green Building Council-ის კვლევა ადასტურებს, რომ მდგრადი შენობები ჩვეულებრივ, ნორმატიულ შენობებთან შედარებით ენერგიის მოხმარებას 25-30%-ით ამცირებს. Asia Pacific-ის ბაზარზე ჩატარებული კვლევა კი კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს გვთავაზობს – 20-60%-იანი ენერგოდაზოგვა. ინვესტიციის ანაზღაურება, ჩვეულებრივ, 3-5 წელში ხდება. მაგალითად, Empire State Building-ის მოდერნიზაციის შედეგად ენერგოხარჯი 40%-ით შემცირდა და ეს ყოველწლიურად 4,4 მილიონ დოლარს ზოგავს.
საიჯარო ღირებულების მხრივ სურათი კიდევ უფრო ნათელია. JLL-ის კვლევის მიხედვით, მდგრადი სერტიფიცირების მქონე შენობები ჩრდილოეთ ამერიკაში საშუალოდ 7%-ით, Asia Pacific-ში 10%-ით, ხოლო ლონდონში კი 11%-ით მაღალ ქირას ითხოვენ სერტიფიცირების გარეშე არსებულ შენობებთან შედარებით. CBRE-ს კვლევა კი Continental Europe-ის 17 ქვეყანასა და 39 ქალაქში 23 750 სალიზინგო ხელშეკრულების ანალიზს ეყრდნობა და 4,9%-იანი ქირის პრემიუმს ადასტურებს სერტიფიცირებულ შენობებში, მიუხედავად მშენებლობის წლისა.
პარალელურად, არამდგრადი შენობები საპირისპირო ტენდენციას განიცდის. JLL-ის კვლევაში ეს ფენომენი “ყავისფერი ფასდაკლებით” არის აღწერილი – ნაკლები მოთხოვნა, დაბალი ქირა, გაძნელებული გაყიდვა. RICS-ის გამოკვლევაში მსოფლიოს რესპონდენტების თითქმის ნახევარი ადასტურებს, რომ ასეთი ფასდაკლება უკვე ყოველდღიური სინამდვილეა. ამ ორი ტენდენციის – მწვანე პრემიუმისა და ყავისფერი ფასდაკლების ერთდროულად არსებობა ნიშნავს, რომ უმოქმედობას ფინანსური ხარჯი აქვს.
მშენებლობის ხარჯების ოპტიმიზაცია ამ კონტექსტში ახალ განზომილებას იძენს. საუბარი მხოლოდ მშენებლობის ბიუჯეტზე აღარ არის, არამედ 20-30 წლის საოპერაციო ხარჯების ერთობლიობაზეა. ამ პერსპექტივით, “ძვირი” მწვანე ინიციატივა ხშირად გაცილებით იაფი გამოდის.
ენერგოეფექტურობის კონსულტაცია – პროექტის ოპტიმიზაცია დაგეგმარებისას
ენერგოეფექტურობის კონსულტაცია და მდგრადი განვითარება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა ის სამშენებლო დიზაინის მართვისა და საპროექტო რევიზიის ეტაპზე ხდება. ეს ლოგიკურია – შენობის ორიენტაცია, ფანჯრების განლაგება და საინჟინრო სისტემების ტიპი პროექტის ადრეულ ეტაპზევე განისაზღვრება. ამ ეტაპის გავლის შემდეგ ცვლილებების შეტანა ძვირი ჯდება, ზოგ შემთხვევაში კი შეუძლებელია.
სწორი ორიენტაცია ბუნებრივ განათებას ზრდის და ხელოვნური განათების ხარჯს ამცირებს, ხოლო “ჭკვიანი” საინჟინრო სისტემები – ავტომატური განათება, ტემპერატურის რეალური დროის მართვა, წყლის ციკლური გამოყენება კი კომუნალურ ხარჯებს ზოგავს. ეს კი დროთა განმავლობაში, შენობის მომგებიანობაზე ასახება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის ადრეულ ეტაპზე მიღებული ამგვარი გადაწყვეტილებები ბევრად ნაკლებ ხარჯს მოითხოვს, ვიდრე შენობის ექსპლუატაციის შემდეგ განხორციელებული მოდიფიკაციები. ამიტომ ენერგოეფექტურობის კონსულტაცია პროექტირების ეტაპზე გონივრული ინვესტიციაა.
საერთაშორისო სერტიფიკატები და მწვანე დაფინანსება
LEED და BREEAM სერტიფიკატები ბაზარზე ნაცნობი სტანდარტია და საერთაშორისო ინვესტორებისა და მოიჯარეების გადაწყვეტილებებში ისინი კონკრეტულ მნიშვნელობას ატარებს. სერტიფიცირება, ერთი მხრივ, ადასტურებს, რომ შენობა გარკვეული ტექნიკური სტანდარტების მიხედვით აშენდა, მეორე მხრივ კი – საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვის ბერკეტია.
2024 წელს გამოშვებული მწვანე ობლიგაციების მოცულობამ 671,7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს ფული იხარჯება კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც მდგრადობის სერტიფიცირების სტანდარტებს აკმაყოფილებს. EBRD და IFC, რომლებიც საქართველოში აქტიურია, ისეთ პროექტებზე უფრო ხელსაყრელ სადაფინანსო პირობებს სთავაზობენ, რომლებიც გარემოსდაცვით კრიტერიუმებს პასუხობს.
ეს ნიშნავს, რომ სერტიფიცირება სამშენებლო ბიუჯეტის მართვა სტრატეგიული ნაწილია – კაპიტალზე წვდომა და მისი ღირებულება შენობის მდგრადობის სტატუსთან უშუალო კავშირშია.
CBRE-ს 2024 წლის მონაცემებით, სერტიფიცირებული შენობები ევროპის ბაზრის 26%-ს შეადგენს – 2019 წელს ეს მაჩვენებელი 17% იყო. სერტიფიცირებული ფართის წილი სალიზინგო ბაზარზე 40%-დან 50%-მდე გაიზარდა. ეს ტენდენცია მნიშვნელოვანია: მოთხოვნა სერტიფიცირებულ შენობებზე იზრდება, ხოლო ამის გარეშე ფართის კონკურენტუნარიანობა მცირდება.
მწვანე არქიტექტურა, როგორც ბრენდის რეპუტაციის ნაწილი
კორპორაციული მოიჯარეების, განსაკუთრებით კი საერთაშორისო და ტექნოლოგიური კომპანიების, მოთხოვნები ბოლო წლებში შეიცვალა. ბევრი მათგანისთვის კომპანიის კლიმატური ვალდებულება შიდა პოლიტიკაა, რომელიც ოფისის შერჩევაზეც ვრცელდება. ისინი ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მქონე შენობებს ეძებენ და თუ ბაზარზე არჩევანი არსებობს, ყოველთვის სერტიფიცირებულ შენობას ამჯობინებენ.
CBRE-ს გამოკვლევაში დიდი კომპანიების 85%-ს საჯარო net-zero ვალდებულება აქვს დაფიქსირებული. ეს ვალდებულება კონკრეტულ მოთხოვნებში ვლინდება: რა სახის ოფისში ოპერირებს კომპანია, რამდენ ენერგიას მოიხმარს, აქვს თუ არა მას მწვანე სერტიფიკატი. ამ მიმართულებით სამშენებლო პროექტების კომპლექსური მართვა ბევრად მომგებიანია, თუ შენობა ამ კრიტერიუმებს პასუხობს.
გარდა ამისა, JLL-ის კვლევა ადასტურებს, რომ სასარგებლო ეფექტი მხოლოდ ფინანსებით არ იზომება. Interface-ის პარიზის ოფისი WELL Building Standard-ის მიხედვითაა დაგეგმილი და თანამშრომელთა კეთილდღეობის 43%-იან და პროდუქტიულობის 38%-იან ზრდას ადასტურებს. ამ რიცხვების ფინანსური ეფექტი ასახება კომპანიის შედეგებზე.
მწვანე მშენებლობა – ინვესტიცია სტაბილურობაში
ის, რაც ხუთი წლის წინ “პასუხისმგებლიანი მშენებლობის” ნიშა იყო, დღეს სტანდარტი ხდება. კომპანია, რომელიც ამ ეტაპზე მდგრადობის სტანდარტებს ნეიტრალურ ფაქტად მიიჩნევს, ხვალ დაინახავს, რომ ბაზარი სხვა კრიტერიუმებზე ფოკუისირდება.
მწვანე შენობა ნაკლებ საოპერაციო ხარჯს, მაღალ საიჯარო შემოსავალს, ხელსაყრელ სადაფინანსო პირობებსა და გრძელვადიან პერიოდში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას ნიშნავს.
CQM ინვესტორებსა და დეველოპერებს ეხმარება, შექმნან შენობები, რომლებიც ტექნიკურად, ფინანსურად და ცვალებადი მარეგულირებელი გარემოს პირობებში დროს უძლებს.
გსურთ თქვენი პროექტი გახდეს უფრო ენერგოეფექტური და მომგებიანი? თქვენი სანდო პარტნიორი მშენებლობის პროცესში CQM იქნება.
