მშენებლობის დაგეგმვა და ვადების კონტროლი

სამშენებლო პროექტის წარმატება დიდწილად პირველი სამუშაოების დაწყებამდე, მისი დაგეგმვით განისაზღვრება. სწორი დაგეგმვა პროექტის საქმის 70%-ია.

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა

რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მშენებლობის სწორი დაგეგმვა?

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

სამშენებლო გრაფიკის დაგეგმვა

ვადების გადაცილებას ხშირად სისტემური პრობლემები განაპირობებს: სამუშაოების თანმიმდევრობა არასწორად არის განსაზღვრული, ხოლო სამშენებლო გრაფიკის დაგეგმვა ფორსმაჟორულ სიტუაციებს საერთოდ არ ითვალისწინებს.

შედეგების ცვლილება

შედეგი კი პროგნოზირებადია - ვადები იცვლება, ხარჯები კი იზრდება. ინვესტორისთვის ეს ნიშნავს, რომ ობიექტი გვიან შედის ბაზარზე და შესაბამისად, გვიან იწყებს შემოსავლის გამომუშავებას.

გეგმა-გრაფიკის შემუშავება და მართვა

სწორი გეგმა-გრაფიკის შემუშავება და მართვა ამ პრობლემებს ადრეულ ეტაპზე გამორიცხავს. სამუშაოების თანმიმდევრობის ოპტიმიზაცია - ტექნოლოგიურ პაუზებს, რესურსების სინქრონიზაცია - ლოდინის დროს, ხოლო შეფერხებების წინასწარ გათვალისწინება კი კრიზისული სიტუაციების ალბათობას ამცირებს.

ვადების მართვის მეთოდოლოგია CQM-ში

01

CQM Critical Path Method-ს (CPM) იყენებს. ეს მიდგომა პროექტის კალენდარული გეგმის სახით ყველა ეტაპს ქრონოლოგიურ ჯაჭვში ასახავს და გამოავლენს სწორედ იმ სამუშაოებს, რომელთა დაგვიანებამ მთლიანი პროექტის ვადა შეიძლება, გადაწიოს.

02

პროცესი მუდმივ მონიტორინგს ეყრდნობა. ყოველკვირეული რეპორტინგი შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე იძლევა საშუალებას, ხარვეზები ადრეულ ეტაპზე დაფიქსირდეს და გამოსწორდეს.

03

მშენებლობის მართვის სერვისი კი მჭიდრო კავშირშია სამშენებლო რესურსების ეფექტურ მართვასა და ოპტიმიზაციასთან - მასალის, ტექნიკისა და მუშახელის კოორდინირებული მობილიზება პაუზებს პრაქტიკულად გამორიცხავს. CQM-ში მნიშვნელოვანია შესასრულებელი და დაგეგმილი სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი, რაც თანმიმდევრულობის, დროული კომუნიკაციისა და სწორად დაგეგმვის საფუძველზე თქვენი პროექტის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს.

საქმის დროულად შესრულება – თქვენი ბიზნესის წარმატების გარანტი

ობიექტის დათქმულ ვადებში ჩაბარება ინვესტიციის გამართლების სისწრაფეზე აისახება. სამშენებლო ბიუჯეტირება და ვადები ერთმანეთთან კავშირშია - ყოველი დაგვიანებული კვირა ან თვე დამატებით ხარჯს გულისხმობს.

სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია, რომელიც ვადების კონტროლს სისტემურად ახორციელებს, ამ რისკს პროაქტიულად მართავს.

გსურთ თქვენი პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდეს? დაგვიკავშირდით და მიიღეთ პროფესიონალური მშენებლობის დაგეგმვის სერვისი.

მიიღეთ უფასო კონსულტაცია