MEP სისტემების პროექტირება და მართვა – ენერგოეფექტური შენობის საფუძველია

MEP სისტემები – გათბობა, ელექტრობა, წყალმომარაგება – შენობის ფუნქციონირების განმსაზღვრელი ძირითადი მახასიათებლებია. MEP სამშენებლო ბიუჯეტის 30%-ზე მეტს შეადგენს, ამიტომ ამ სისტემების სწორი დაპროექტება და მართვა პროექტის წარმატებისთვის გადამწყვეტია.

MEP სისტემების პროექტირება

MEP სისტემების ინტეგრირება და მუშაობის პრინციპი

MEP სამი მიმართულებისგან შედგება – მექანიკა, ელექტრობა და სანტექნიკა – და თითოეული დანარჩენებთან მჭიდრო კავშირშია. პრაქტიკაში ეს ასე გამოიყურება: სავენტილაციო სისტემა თუ არასწორ ადგილზეა დამონტაჟებული, HVAC-ს გაზრდილი სიმძლავრე სჭირდება, რაც ელექტროენერგიის ხარჯვაზე აისახება. ანალოგიურად, წყლის სისტემის მილსადენები და ელექტრო კაბელები ხშირად ერთსა და იმავე სივრცეს იკავებს. თუ ეს კოორდინირებული არ არის, მონტაჟის ეტაპზე გადაკეთება გარდაუვალი ხდება.

სწორედ ამიტომ MEP სისტემების პროექტირება ერთ ინტეგრირებულ პროცესად განიხილება, სადაც ყველა ქვესისტემა ერთდროულად იგეგმება. ცალ-ცალკე, ეტაპობრივი დაპროექტება კი ყოველთვის ფარულ ხარჯებს წამოშობს.

პროფესიონალური MEP მენეჯმენტის სამი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სარგებელი

სისტემების კოორდინაცია

სისტემების კოორდინაცია. კომერციულ შენობებში კედლებსა და ჭერს მიღმა ათობით მილსადენი, საჰაერო არხი და კაბელი გადის. 2D ნახაზებში ამ ყველაფრის ერთდროულად გათვალისწინება გამოცდილი ინჟინრისთვისაც კი რთულია, 3D გარემოში კი, Revit-ის ტიპის პროგრამებში, კოლიზიები წინასწარ გამოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ქაღალდზე წყდება, სამშენებლო მოედანზე ცვლილებებს კი ადგილი არ რჩება.

ენერგოეფექტურობა

ენერგოეფექტურობა. ენერგოეფექტური საინჟინრო სისტემები ოპერაციული ხარჯის შემცირებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. კარგად გათვლილ BMS სისტემას შენობის ექსპლუატაციის პირველივე დღიდან ენერგიის 30%-მდე შემცირება შეუძლია.

უსაფრთხოების გარანტია

ანძარსაწინააღმდეგო სისტემის განახლება და ელექტრო ქსელის სწორი დაპროექტება ადამიანების უსაფრთხოებას ეხება. ეს ნაწილი კომპრომისებს არ ექვემდებარება

MEP კონსულტაცია CQM-თან: პროექტირებიდან ექსპლუატაციამდე

01

სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CQM საინჟინრო კომუნიკაციებს პროექტის პირველივე ეტაპიდან მართავს. კონტრაქტორები და მომწოდებლები დასაწყისიდანვე ერთვებიან, MEP კომპონენტების ზომები და განლაგება ჯერ კიდევ სამშენებლო დიზაინის მართვისა და საპროექტო რევიზიის ეტაპზეა ნათელი.p>

02

MEP კონსულტანტი პროექტს იმ ეტაპზე ამოწმებს, როცა ცვლილების შეტანა ჯერ კიდევ მარტივია. მონტაჟის შემდეგ ნებისმიერი კორექტირება ბევრად ძვირია და ეს ხარჯი ყოველთვის დამკვეთს ეკისრება.

MEP მართვა – სამშენებლო ბიუჯეტირების განუყოფელი ნაწილი

MEP გადაწყვეტილებები მშენებლობის მართვის სერვისის ფარგლებში განიხილება. სამშენებლო ბიუჯეტირება რომ ზუსტი იყოს, საინჟინრო სისტემების სრული სურათი ადრეულ ეტაპზე უნდა არსებობდეს – მოწყობილობების სიმძლავრე, განლაგება, მასალა. ეს ყველაფერი ერთად განსაზღვრავს, პროექტი გათვალისწინებული ბიუჯეტის ფარგლებში შესრულდება თუ არა.

CQM ამ ბალანსს პროექტის ყველა ეტაპზე აკვირდება – ხარჯების ოპტიმიზაცია ხარისხის დათმობის გარეშე.

თქვენს ობიექტზე MEP სისტემების პროექტირებასა და მართვაზე კონსულტაციისთვის CQM-ის სპეციალისტებს უნდა მიმართოთ.

CQM-ის MEP კონსულტანტი უზრუნველყოფს თქვენი შენობის „შინაგანი ორგანოების“ გამართულ მუშაობას პროექტის პირველივე დღიდან.

მიიღეთ ექსპერტული კონსულტაცია