09 აპრ, 2025
CQM-მა თავისუფალ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა: ახალი შესაძლებლობები მომავალი ინჟინრებისთვის

CQM-მა, რომელიც მართავს სამშენებლო პროცესებს იდეიდან დასრულებამდე, ოფიციალური მემორანდუმი გააფორმა თავისუფალ უნივერსიტეტთან.

ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება ქმნის თანამშრომლობის ჩარჩოს, რომელიც სარგებელს მოუტანს უნივერსიტეტის ინჟინერიის, არქიტექტურისა და ბიზნესის სკოლების სტუდენტებს.

მემორანდუმს CQM-ის მხრიდან ხელი მოაწერა აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჭუმბურიძემ, ხოლო უნივერსიტეტების მხრიდან – რექტორმა, ვატო ლეჟავამ, რაც აღნიშნავს პერსპექტიული პარტნიორობის დასაწყისს, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული ტალანტის განვითარებას საქართველოს სამშენებლო და პროექტების მართვის სექტორში.

შეთანხმების ფარგლებში, უნივერსიტეტების ინჟინერიის, არქიტექტურისა და ბიზნესის სკოლების სტუდენტები პერიოდულად გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას ჩვენს კომპანიაში.

 

მსგავსი შესაძლებლობა საშუალებას მისცემს სტუდენტებს: შეიძინონ რეალური სამუშაო გამოცდილება მაღალპროფესიონალთა გუნდთან ერთად გამოიყენონ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ პროექტებში, გაიფართოონ პროფესიული ქსელი დარგის სპეციალისტებთან, განივითარონ ტექნიკური და პიროვნული უნარები, რომლებიც აუცილებელია წარმატებული კარიერისთვის.

პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ გამორჩეულ სტუდენტებთან გაფორმდება სრულფასოვანი შრომითი ხელშეკრულება. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაიწყონ პროფესიული კარიერა CQM-ში.

 

საგანმანათლებლო სტიპენდიების პროგრამა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ CQM-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროექტების ფარგლებში, თავისუფალი უნივერსიტეტის შენობების სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად გამარჯვებულ სამ სტუდენტს სრულად დაუფინანსდება სწავლა.

ინიციატივა ხელს უწყობს განათლების ხელმისაწვდომობას სტუდენტებისთვის, აძლიერებს საქართველოში ინჟინერიის დარგის განვითარებას, ამზადებს მომავალ სპეციალისტებს, რომლებიც შეიტანენ წვლილს დარგის წინსვლაში.

CQM მოხარულია, სასწავლო დაწესებულებებთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობით. ჩვენი მიზანია შევქმნათ ძლიერი კავშირი განათლებასა და ინდუსტრიას შორის, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც სტუდენტებს, ასევე სამშენებლო და პროექტების მართვის სექტორს საქართველოში.