09 ივნ, 2025
CQM-ის სტრატეგიული თანამშრომლობა თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებთან

თანამშრომლობის ინიციატივები

მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის ინჟინერიის პროგრამების სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ:

გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება CQM-ის მიმდინარე პროექტებზე

საუკეთესო სტუდენტებთან გაფორმდეს სრულფასოვანი შრომითი ხელშეკრულება

მიიღონ სასწავლო გრანტები, როგორც მოტივაციისა და მხარდაჭერის ნაწილი

CQM-ის დირექტორის, ნათია ჭუმბურიძის, აქტიური ჩართულობით, კომპანიის CSR სტრატეგიის ფარგლებში, სამ სტუდენტს უკვე სრულად დაუფინანსდა სწავლა შენობების სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს:

ნათია ჭუმბურიძე – CQM-ის აღმასრულებელი დირექტორი

 

ვატო ლეჟავა – თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი

 

მაიკლ სენდერსი- შენობების სისტემების ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

განათლების მხარდაჭერა, როგორც მდგრადი განვითარებისა და პროფესიული სტანდარტების საფუძველი

CQM-ისთვის განათლება არ არის მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა — ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია სექტორის მომავალში. გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ დღევანდელი სტუდენტები შექმნიან სამშენებლო ინდუსტრიის ახალ სახეს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან პრაქტიკაზე, რეალურ პროექტებზე და პროფესიულ ზრდაზე.

თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან გვაძლევს შესაძლებლობას, რეალურად დავუკავშირდეთ სექტორის მომავალს და ხელი შევუწყოთ ისეთი პროფესიონალების ჩამოყალიბებას, რომლებიც გამართავენ ტექნოლოგიური და სისტემური ხედვის მქონე სამშენებლო გარემოს.

CQM, როგორც სამშენებლო პროექტების მართვისა და საინჟინრო კონსულტაციის სფეროში მოქმედი კომპანია, აქტიურად ავითარებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR), განათლების მხარდაჭერისა და სექტორის მომავალი პროფესიონალების ხელშეწყობის მიმართულებით.

ამ მიზნის ფარგლებში, CQM-მ გააფორმა მემორანდუმი თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებთან, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გადაცემას, მათ პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობას.