Petra Group | Swissotel Hotel & Residences Gudauri
Swissôtel Hotel & Residences Gudauri – გუდაურის პირველი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც აერთიანებს Swissôtel-ის პრემიუმ სასტუმროსა და ბრენდირებულ რეზიდენციებს.
პროექტი ხორციელდება Petra Group-ისა და საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორ Accor-ის პარტნიორობით და წარმოადგენს ახალ, განსაკუთრებული კონცეფციის მქონე სამთო დეველოპერულ პროექტს – Petra Ski Resort, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გუდაურის ინფრასტრუქტურას და დაამკვიდრებს ახალ არქიტექტურულ სტანდარტს რეგიონში.
პროექტის არქიტექტურა ეფუძნება თანამედროვე დიზაინისა და მთის ბუნებრივი გარემოს ჰარმონიას. თითოეული რეზიდენცია შექმნილია ენერგოეფექტურობის, ფუნქციურობისა და ესთეტიკური სიზუსტის გათვალისწინებით. კომპლექსი გათვლილია როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონებზე და აერთიანებს სრულად გამართულ ინფრასტრუქტურას.
CQM ჩართულია ბიუჯეტირების, სამშენებლო გრაფიკის დაგეგმვისა და ნიადაგის სამუშაოების ზედამხედველობის პროცესებში.