მშენებლობის დაგეგმვა და ვადების კონტროლი

სამშენებლო პროექტის წარმატება დიდწილად პირველი სამუშაოების დაწყებამდე, მისი დაგეგმვით განისაზღვრება. სწორი მშენებლობის დაგეგმვა პროექტის წარმატების 70%-ია, რადგან დრო მშენებლობაში პირდაპირ კავშირშია ფინანსურ რენტაბელობასთან.

მშენებლობის დაგეგმვა

რატომ არის კრიტიკული მშენებლობის სწორი დაგეგმვა?

ვადების გადაცილებას ხშირად სამუშაოების არასწორი თანმიმდევრობა განაპირობებს. პროფესიონალური დაგეგმვა უზრუნველყოფს სამ ძირითად სარგებელს:

ვადების ოპტიმიზაცია

სამუშაოების თანმიმდევრობის სწორი განსაზღვრა, რაც მინიმუმამდე დაჰყავს ტექნოლოგიურ პაუზებს და ლოდინის დროს.

რესურსების სინქრონიზაცია

მასალებისა და მუშახელის დროული მობილიზება, რათა ობიექტზე ყოველთვის იყოს საჭირო რესურსი საჭირო დროს.

ფორსმაჟორების დაზღვევა

პროექტის კალენდარული გეგმა ითვალისწინებს შესაძლო შეფერხებებს, რაც კრიზისული სიტუაციების ალბათობას ამცირებს.

ვადების მართვის მეთოდოლოგია CQM-ში

როგორც გამოცდილი სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია, ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ხელსაწყოებს პროცესის სრული კონტროლისთვის:

01

CPM მეთოდი: კრიტიკული გზის მეთოდის გამოყენებით გამოვავლენთ იმ სამუშაოებს, რომელთა დაგვიანებამ შეიძლება მთლიანი პროექტის ვადა გადაწიოს.

02

მუდმივი მონიტორინგი: მშენებლობის მართვის სერვისი მოიცავს ყოველკვირეულ რეპორტინგს შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე ხარვეზების ადრეული იდენტიფიცირებისთვის.

03

ლოგისტიკური კოორდინაცია: მჭიდრო კავშირი სერვისთან სამშენებლო რესურსების ეფექტური მართვა, რაც გამორიცხავს მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებს.

მშენებლობის დროული შესრულება – თქვენი წარმატების გარანტი

ობიექტის დათქმულ ვადებში ჩაბარება პირდაპირ აისახება ინვესტიციის ამოღების სისწრაფეზე. სამშენებლო ბიუჯეტირება და ვადები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, რადგან ყოველი დაგვიანებული თვე დამატებით ხარჯს გულისხმობს.

გსურთ თავიდან აიცილოთ მშენებლობის გაჭიანურება და უზრუნველყოთ ობიექტის დროული ჩაბარება?

დაგვიკავშირდით და CQM-ის გუნდი შექმნის თქვენი პროექტის რეალისტურ გეგმა-გრაფიკს კრიტიკული გზის მეთოდის გამოყენებით.

მიიღეთ პროფესიონალური დაგეგმვა