სახანძრო სისტემების პროექტირება და უსაფრთხოების აუდიტი
სამშენებლო პროექტების დიდ ნაწილში სახანძრო სისტემების პროექტირება ბოლო ეტაპზე სრულდება. სწორედ ამის გამო ათობით ობიექტი ყოველწლიურად სახელმწიფო ინსპექტირებას ვერ გადის. ხშირად სახანძრო ნორმები საპროექტო ეტაპზე სათანადოდ არაა გათვლილი.
CQM სახანძრო სისტემების პროექტირებასა და უსაფრთხოების აუდიტს მშენებლობის მართვის სერვისის დგანუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ეს ნიშნავს, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნაწილი პროექტის პირველივე ეტაპზე ერთიან სისტემაში ხვდება.

41-ე დადგენილება სახანძრო უსაფრთხოებაზე და შენობის ექსპლუატაციაში მიღება
2017 წლიდან მოქმედი 41-ე დადგენილება III, IV და V კლასის ყველა ობიექტზე – საცხოვრებელ, სავაჭრო თუ სამრეწველო – კონკრეტულ სახანძრო სტანდარტებს აწესებს. ეს არ არის სარეკომენდაციო ჩამონათვალი და ყურადსაღებია, რადგან, შეუსაბამობის შემთხვევაში, ობიექტი ექსპლუატაციაში არ მიიღება..
სახანძრო სიგნალიზაციის სიტემა
დადგენილება აწესებს, რომ შენობას უნდა ჰქონდეს ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა, კვამლის გაწოვის სათანადო პროექტი, ნორმებთან შესაბამისი საევაკუაციო გასასვლელები, სასწრაფო განათება და ხანძარქრობის გზა, რომლის სიგანე 6 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამ სიის ნაწილი ხშირად საპროექტო ეტაპზე საერთოდ არ განიხილება ან განიხილება, მაგრამ სხვა საინჟინრო ქსელებთან კოორდინაციის გარეშე.
საბოლოო შედეგი
შედეგი კი ყოველთვის ერთი და იგივეა: ინსპექტირებამდე ცოტა ხნით ადრე ირკვევა, რომ სახანძრო მოთხოვნები არ სრულდება. ამ ეტაპზე პრობლემის გამოსწორება – სისტემების გადაპროექტება, სიმძლავრეების გადათვლა – ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე დაგეგმვის ეტაპზე.
სახანძრო უსაფრთხოების აუდიტი
სახანძრო უსაფრთხოების აუდიტი სწორედ ამ სხვაობის გამოვლენას ემსახურება. იგი ადარებს, თუ რა ეტაპზეა ობიექტი რეალურად და რა სჭირდება მას ნორმებთან სრული შესაბამისობისთვის./p>
CQM-ის სახანძრო უსაფრთხოების კონსულტაცია: სერვისების სპექტრი
CQM-ის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულება მოიცავს პროცესის სამ ძირითად ეტაპს:/p>
სახანძრო სისტემების პროექტირება - ეს სიგნალიზაციის, ავტომატური ხანძარქრობისა – წყლის, გაზის ან ქაფის სისტემების – და კვამლგაწოვის საინჟინრო გადაწყვეტილებების შემუშავებას გულისხმობს. ყველა სისტემა ობიექტის ტიპის, ფართობისა და სიმაღლის გათვალისწინებით პროექტირდება. MEP სისტემების პროექტირება და მართვა ამ პროცესს ინტეგრირებულად მოიცავს, ისე, რომ სახანძრო ქსელი ელექტრო, სანტექნიკის და სავენტილაციო სისტემებთან კოორდინირებულად მუშაობს და არა მათგან დამოუკიდებლად.
არსებული სისტემების რევიზია და ხანძარსაწინაღმდეგო სისტემის განახლება - ეს სერვისი მნიშვნელოვანია იმ ობიექტებისთვის, სადაც სახანძრო სისტემა უკვე დამონტაჟებულია, მაგრამ ან მოძველებულია ან კანონის ამჟამინდელ მოთხოვნებს არ შეესაბამება. სამშენებლო დიზაინის მართვისა და საპროექტო რევიზიის აეტაპზე ხდება ხარვეზების ადრეული იდენტიფიცირება, სანამ ისინი ოპერაციული პრობლემა გახდება.
სახანძრო უსაფრთხოების სრული აუდიტი – ეს არ არის მხოლოდ ფორმალური შემოწმება. CQM-ის გუნდი ობიექტის სახანძრო სისტემებს, საევაკუაციო გზებს, ნიშნებს, კვამლის გაწოვის სისტემასა და სახანძრო კარებს კომპლექსურად, 41-ე დადგენილების პარალელურად აფასებს. შედეგი არის დოკუმენტირებული ანგარიში, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ რა მოთხოვნები სრულდება და რა ნაბიჯებია გადადგმული დადგენილებასთან შესაბამისობისთვის.
CQM-ის განხორციელებული პროექტები
CQM-ის გუნდმა სახანძრო სერვისები განახორციელა ისეთ ობიექტებზე, სადაც საინჟინრო გადაწყვეტილებები განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვდა – მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებსა და სასაწყობო-სამრეწველო კომპლექსებში.
ამ ობიექტების ნაწილში სამშენებლო დიზაინის მართვისა და საპროექტო რევიზიის ეტაპზე გამოვლინდა სახანძრო ნაწილის ხარვეზები, რომლებიც მშენებლობის დაწყებამდე გამოსწორდა. ამ ადრეულმა ჩარევამ პროექტები ვადების გაჭიანურებისა და მნიშვნელოვანი დამატებითი ხარჯებისგან დაიცვა. იმ ობიექტებში, სადაც CQM-ის მიერ სახანძრო ზედამხედველობა განხორციელდა, ექსპლუატაციაში მიღებისას სახანძრო ნაწილში შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა.
Why CQM?
CQM-ის მიდგომის მიხედვით, სახანძრო სისტემები პროექტის საერთო ბიუჯეტსა და ვადებში ინტეგრირდება. ეს ყველაფერი პრაქტიკაში ასე გამოიხატება: სახანძრო ინჟინერი და MEP სპეციალისტი ერთ გუნდში მუშაობენ. სახანძრო სიგნალიზაციის პროექტირებისას კაბელების მდებარეობა ელექტრო კაბელებთან ერთად იგეგმება. კვამლგაწოვის არხი სავენტილაციო სისტემასთან კოორდინაციაში მუშაობს. შედეგად, ინსპექტირებამდე ყველა სისტემა შემოწმებულია.
შრომის უსაფრთხოების რისკების პრევენცია დCQM-ის მიდგომის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია. ობიექტზე საერთო უსაფრთხოების სტანდარტი მხოლოდ სახანძრო სისტემებით არ შემოიფარგლება. სამშენებლო კონტრაქტების მართვა და აუდიტი კი პასუხს სცემს კითხვას, თუ ვინ არის სამართლებრივად პასუხისმგებელი სახანძრო ნორმების შესრულებაზე, რაც კონტრაქტში ყოველთვის ნათლად არ არის განსაზღვრული.
