სამშენებლო ხარჯების ოპტიმიზაცია

CQM-ის ხარჯების ოპტიმიზაციის სერვისი პროექტის კომპლექსურ ანალიზს, გეგმარებასა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოძიებას მოიცავს. ჩვენი გუნდი დამკვეთს ოპტიმალურ და ხარჯთეფექტურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს ხარისხის სრული დაცვით.

სამშენებლო ხარჯების ოპტიმიზაცია

როგორ ხდება ხარჯების ოპტიმიზაცია?

01

პირველ რიგში, სრულად შეისწავლება პროექტი. ფასდება საპროექტო გადაწყვეტილებები, მასალები, კონსტრუქციული სქემები და ხარჯთაღრიცხვა, რათა ნათლად გამოიკვეთოს ოპტიმიზაციის შესაძლებლობა ხარისხის დაუკარგავად.

02

შემდეგ ეტაპზე იწყება ალტერნატივების ძიება: სხვა მასალის გამოყენება, განსხვავებული საინჟინრო მიდგომა ან სამუშაო პროცესის უფრო ეფექტური ორგანიზება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით.

03

შემუშავებული ვარიანტები თანხმდება დამკვეთთან. CQM დეტალურად წარადგენს, თუ რა იცვლება, რა გავლენა ექნება ხარისხზე და რა ფინანსურ სარგებელს მიიღებს კომპანია.

რა უპირატესობები აქვს სერვისს?

ჭარბი დანახარჯების გამოვლენა

პროექტში ავლენს იმ მასალებსა და სქემებს, რომლებიც არაეფექტურად ძვირია, და მათ ოპტიმალური ალტერნატივებით ანაცვლებს;

შესყიდვების გამჭვირვალობა

CQM მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი მხარე, რომლის ინტერესიც მხოლოდ დამკვეთისთვის მაქსიმალური სარგებლის მიცემაა;

გრძელვადიანი ეკონომია

შერჩეული ალტერნატივები გამძლეობით გამოირჩევა და დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს, რაც ხარჯეფექტიანობის გარანტიაა;

მოლაპარაკების ძალა

CQM-ს მომწოდებლებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რაც დამკვეთისთვის საუკეთესო პირობების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

შემცირება vs ოპტიმიზაცია

ფინანსური რესურსის შემცირება ხშირად ხარისხის დათმობას ნიშნავს. მშენებლობის ხარჯების ოპტიმიზაცია კი განსხვავებული მიდგომით იმართება.

CQM ალტერნატივებს სტანდარტების ფარგლებში ეძებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგი ხარისხით იგივე რჩება ან უმჯობესდება, ხოლო ხარჯი მცირდება.

ხარჯების ოპტიმიზაცია მშენებლობის მართვის განუყოფელი ნაწილია, რადგან პროცესების მართვა ფინანსური ეფექტურობის გარეშე შეუძლებელია.

დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია სამშენებლო ხარჯების ოპტიმიზაციაზე.

უფასო კონსულტაცია