მშენებლობის მართვა და სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი

CQM-ის მშენებლობის მართვა მოიცავს სამშენებლო პროექტის მენეჯმენტსა და სრულ ორგანიზებას, კოორდინაციასა და კონტროლს. მართვის პროცესი საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება, ხოლო ყოველი გადაწყვეტილება ფაქტებსა და მონაცემებზე დაყრდნობით მიიღება.

CQM მშენებლობის მართვა

წარმატებული მშენებლობის საყრდენი - სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი

სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი წარმატებული მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, რადგან სწორად დაგეგმილი პროცესი ამცირებს ვადების გადაცდენას, გაუთვალისწინებელ ხარჯებსა და კომუნიკაციის პრობლემებს. მშენებლობის პროექტის მენეჯმენტი აერთიანებს დაგეგმვას, ბიუჯეტირებას, რესურსების მართვას, ხარისხის კონტროლს და ყველა ჩართული მხარის კოორდინაციას.

CQM-ისთვის სამშენებლო პროექტის მენეჯმენტი მხოლოდ სამუშაოების ზედამხედველობა არ არის. ეს არის სისტემური მიდგომა, რომლის მიზანია, დამკვეთმა თავიდანვე იცოდეს, როგორ ვითარდება პროექტი, რა ეტაპზეა მშენებლობა და რა რისკები შეიძლება წარმოიშვას პროცესში. სწორედ ამიტომ, მშენებლობის მენეჯმენტი ეფუძნება მკაფიო გეგმას, პასუხისმგებლობების სწორ გადანაწილებასა და მუდმივ ანგარიშგებას.

construction management-ის სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პროექტი მოიცავს ბევრ მონაწილეს - არქიტექტორს, კონსტრუქტორს, კონტრაქტორს, მომწოდებელს, საზედამხედველო ორგანოებსა და დამკვეთს. ასეთ შემთხვევაში, სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რომ ყველა მხარე ერთიან პროცესში იყოს ჩართული და თითოეული გადაწყვეტილება პროექტის საერთო მიზანს ემსახურებოდეს.

დეველოპმენტის მენეჯმენტი კი განსაკუთრებით აქტუალურია დეველოპერული პროექტებისთვის, სადაც ტექნიკურ ნაწილთან ერთად მნიშვნელოვანია მშენებლობის ხარჯების კონტროლი ფინანსური დაგეგმვა, ვადების პროგნოზირება და პროექტის კომერციული მიზნების გათვალისწინება. CQM ამ პროცესს მართვის საერთო სისტემაში აერთიანებს, რაც დამკვეთს აძლევს შესაძლებლობას, პროექტი უფრო გამჭვირვალედ და ეფექტურად მართოს.

რას მოიცავს მშენებლობის მართვის სერვისი?

CQM-ის მშენებლობის მართვა რამდენიმე ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

სტრატეგიული დაგეგმვა

სამუშაოების, ვადების, რესურსებისა და თანმიმდევრობის განსაზღვრა, სამშენებლო ბიუჯეტირება, მართვის ჩარჩოს ჩამოყალიბება;

ვადებისა და რესურსების ოპტიმიზაცია

BIM-ის დახმარებით პროცესის მართვა, რისკების ადრეული გამოვლენა და შეფერხებების აცილება ხდება;

ხარისხის კონტროლი

სამუშაოების შესაბამისობის სისტემატური შემოწმება საერთაშორისო სტანდარტებთან, ყოველ ეტაპზე;

შრომის უსაფრთხოება

უსაფრთხოების ნორმების მუდმივი დაცვა და კონტროლი;

კომუნიკაცია და ანგარიშგება

დამკვეთისთვის მკაფიო, კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

CQM-ის სამშენებლო პროექტების მენეჯერები - თქვენი პროექტის მთავარი კოორდინატორები

 

CQM-ის სამშენებლო პროექტების მენეჯერები პროექტის მთავარი კოორდინატორები არიან, რომლებიც ყოველდღიურად აკონტროლებენ სამშენებლო პროექტების ხარისხს, პროცესის მიმდინარეობას, ვადებს, რესურსებსა და კომუნიკაციას. მშენებლობის პროექტის მენეჯერი უზრუნველყოფს, რომ თითოეული ეტაპი შეთანხმებული გეგმის მიხედვით შესრულდეს და დამკვეთმა დროულად მიიღოს ზუსტი ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

სამშენებლო პროექტების მენეჯერი მუშაობს როგორც დამაკავშირებელი რგოლი დამკვეთს, საპროექტო ჯგუფს, კონტრაქტორებსა და შემსრულებლებს შორის. მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რამდენიმე სამუშაო პროცესი და საჭიროა მათი ერთიან სისტემაში მოქცევა. ასეთ დროს მშენებლობის მენეჯერი აკონტროლებს არა მხოლოდ შესრულებულ სამუშაოს, არამედ იმ ფაქტორებსაც, რომლებმაც შესაძლოა მომავალში პროექტის ვადებზე ან ბიუჯეტზე იმოქმედოს.

CQM-ში მშენებლობის პროექტის მენეჯერი გადაწყვეტილებებს იღებს მონაცემებზე, ანგარიშებზე და ადგილზე არსებული რეალური მდგომარეობის ანალიზზე დაყრდნობით. ეს მიდგომა ამცირებს შეცდომების ალბათობას და ქმნის კონტროლირებად გარემოს, სადაც პროექტის მენეჯმენტი გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და შედეგზე ორიენტირებულია.

საბოლოოდ, CQM-ის გუნდი დამკვეთისთვის არ არის მხოლოდ ზედამხედველი მხარე. ჩვენი სამშენებლო პროექტების მენეჯერი იცავს პროექტის ინტერესებს, ამარტივებს კომუნიკაციას და უზრუნველყოფს, რომ მშენებლობის მენეჯმენტი თავიდან ბოლომდე სტრუქტურირებულად წარიმართოს.

როგორ მიმდინარეობს მშენებლობის მართვა?

სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CQM-ში მშენებლობის მართვა სტრუქტურირებულ ეტაპებად მიმდინარეობს, სადაც ყოველი ნაბიჯი წინას ლოგიკურად მოსდევს.

01

პროცესი იწყება კვლევითა და ანალიზით. ამ ეტაპზე ვსწავლობთ პროექტის სპეციფიკას, ტექნიკურ მოთხოვნებს, ადგილმდებარეობის თავისებურებებს, დამკვეთის მოლოდინებს. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, რომ პროექტში ჩართვამდე სრული წარმოდგენა გვქონდეს იმაზე, რაზეც ვმუშაობთ. ამასთან ერთად, CQM მშენებლობის ნებართვის მიმღებ დამკვეთს კონსულტაციას უწევს, თუ როგორ შეუძლია მერიასთან სხვადასხვა ეტაპის წარმატებით გავლა და პროცესების გამარტივება

02

შემდეგ ეტაპზე მზადდება ნულოვანი ანგარიში. ეს დოკუმენტი პროექტის შესახებ ტექნიკურ, ფინანსურ და ორგანიზაციული მონაცემებს აერთიანებს.

03

ამ ანგარიშის საფუძველზე დამკვეთთან ვთანხმდებით პროექტის მართვის მატრიცაზე, რის საფუძველზეც იგეგმება და იმართება ყოველი შემდგომი პროცესი. ამ ეტაპზე მკაფიოდ განსაზღვრულია პასუხისმგებლობები, ვადები და კონტროლის მექანიზმები. სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი სწორედ ამ მატრიცის მიხედვით იგეგმება და ხორციელდება.

04

მატრიცის შეთანხმების შემდეგ გუნდი უშუალოდ სამშენებლო პროცესის კოორდინაციასა და კონტროლზე გადადის. პროფესიონალები ადგილზე აკონტროლებენ ვადებს, ხარისხს, რესურსებს და აქტიურ კომუნიკაციაში არიან ყველა ჩართულ მხარესთან.

05

ბოლო ეტაპი ობიექტის ჩაბარებაა. გუნდი ატარებს საბოლოო შემოწმებებს, ამზადებს დოკუმენტაციას და პროექტს დამკვეთს გადასცემს.

რა უპირატესობები აქვს მშენებლობის მართვის სერვისს?

ვადების დაცვა და დროის დაზოგვა:

BIM-სა და სხვა საშუალებების გამოყენებით იქმნება რეალისტური გრაფიკი, რომლის შესრულებაც მკაცრად კონტროლდება. დამკვეთმა ზუსტად იცის, როდის დასრულდება პროექტი;

ერთიანი კოორდინაცია და პასუხისმგებლობა:

დამკვეთს ჰყავს ერთი პარტნიორი, რომელიც კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და მუშახელთან სრულ კომუნიკაციას თავის თავზე იღებს;

რისკების ადრეული გამოვლენა:

მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომით პოტენციური შეფერხებები წინასწარ ვლინდება და პრევენცია ხდება, სანამ პრობლემად იქცევა;

საპროექტო სამუშაოების მართვა:

CQM მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი კოორდინატორი არქიტექტორს, კონსტრუქტორსა და შემსრულებელს შორის, რაც პროექტის ინტერესებს ემსახურება და პროცესის შეფერხებას გამორიცხავს;

დოკუმენტაციის სრული მართვა:

ნებართვები საზედამხედველო ორგანოებთან კომუნიკაცია, ტექნიკური აქტები – CQM სრულად მართავს დოკუმენტბრუნვას, რაც აუცილებელია როგორც ექსპლუატაციაში მიღებისას, ისე ობიექტის შემდგომი გაყიდვის ან დაზღვევის დროს.

სამშენებლო პროექტებში დოკუმენტაცია მართვის, კონტროლისა და ანგარიშვალდებულების სისტემურ საფუძველს წარმოადგენს. სწორად ორგანიზებული დოკუმენტები პროცესების გამჭვირვალობას, ვადების ეფექტურ მონიტორინგსა და კონტრაქტის პირობებთან სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს. ამასთან, ყველა გადაწყვეტილება არის დადასტურებული, რეგისტრირებული და კონტროლირებადი.

სწორედ ამ მიდგომით, მაღალი პროფესიონალიზმითა და სანდოობით, ორი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტის მართვა შევძელით.

დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია თქვენი სამშენებლო პროექტის მართვაზე

უფასო კონსულტაცია