სამშენებლო რესურსების მართვა და ბიუჯეტირება

CQM-ის ბიუჯეტირების სერვისი მოიცავს პროექტის ფინანსურ დაგეგმვას, რესურსების განაწილებას და ფულადი ნაკადების მონიტორინგს. ამ მიდგომით დამკვეთს ნებისმიერ ეტაპზე აქვს მკაფიო სურათი პროექტის ფინანსურ მდგომარეობაზე.

სამშენებლო ბიუჯეტირება

რას მოიცავს სამშენებლო ბიუჯეტირების სერვისი?

საორიენტაციო ბიუჯეტის შედგენა

პროექტის ადრეულ ფაზაში ფინანსური ჩარჩოს განსაზღვრა, რომელიც დამკვეთს საწყის მასშტაბზე წარმოდგენას უქმნის;

დეტალური ბიუჯეტის მომზადება

ყოველი სამუშაოს, მასალისა და რესურსის ღირებულების ზუსტი აღწერა;

რესურსების დაგეგმვა

სამუშაო ძალის, ტექნიკისა და მასალების ისეთი განაწილება, რომ რესურსები პროცესში დროულად და მიზნობრივად იყოს გამოყენებული;

ფულადი ნაკადების მონიტორინგი

მიმდინარე ხარჯების მონიტორინგი და ბიუჯეტთან შედარება;

ფინანსური ანგარიშგება

დამკვეთისთვის მკაფიო ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, სად იხარჯება თანხა და როგორ მიმდინარეობს ბიუჯეტის ათვისება.

როგორ მიმდინარეობს ბიუჯეტირების პროცესი?

01

თავდაპირველად CQM-ის გუნდი პროექტის მასშტაბს, ტექნიკურ მოთხოვნებსა და დამკვეთის მოლოდინებს სწავლობს. ამ ეტაპზე იქმნება საორიენტაციო ბიუჯეტი.

02

საპროექტო დოკუმენტაციის დაზუსტებასთან ერთად მზადდება დეტალური გეგმა. აქ თითოეული ეტაპისთვის კონკრეტული ღირებულება განისაზღვრება და რესურსები ვადების მიხედვით ნაწილდება.

03

ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის ხშირად აუცილებელია სამშენებლო ტენდერების ორგანიზება და მართვა, რათა შეირჩეს საუკეთესო ქვეკონტრაქტორები და მომწოდებლები.

04

მშენებლობის პროცესში გუნდი ფაქტობრივ ხარჯებს მუდმივად ადარებს დაგეგმილს. ნებისმიერი ცდომილების შემთხვევაში დამკვეთი ოპერატიულად იღებს ინფორმაციას.

რა უპირატესობები აქვს ბიუჯეტირების სერვისს?

ფინანსური გამჭვირვალობა:

დამკვეთმა ნებისმიერ მომენტში იცის, სად მიდის თანხა და რამდენად შეესაბამება დანახარჯი გეგმას;

გაუთვალისწინებელი ხარჯების მინიმიზაცია:

დეტალური დაგეგმვა ამცირებს მოულოდნელი დანახარჯების ალბათობას;

რესურსების რაციონალური გამოყენება:

ოპტიმალური განაწილება უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის უწყვეტობას და გამორიცხავს იძულებით მოცდენას.

ჩვენი გამოცდილება ადასტურებს, რომ სამშენებლო რესურსების ეფექტური მართვა და ბიუჯეტირება ნებისმიერი მასშტაბური პროექტის წარმატების გარანტიაა.

ორი წლის განმავლობაში CQM-ის გუნდმა ნახევარ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მართვა შეძლო.

მიიღეთ უფასო კონსულტაცია