სამშენებლო ტენდერების ორგანიზება და მართვა

CQM-ის სატენდერო მართვა, რომელიც კომპანიის მშენებლობის მართვის სერვისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, დამკვეთთან კოორდინაციით მიმდინარეობს. პროცესი მოიცავს პროექტის პრიორიტეტების განსაზღვრას, სატენდერო მატრიცის შექმნას, ტენდერის დაგეგმვასა და მართვას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

სამშენებლო ტენდერების მართვა

რა მიმართულებებს ფარავს CQM-ის სამშენებლო ტენდერების მართვა?

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება:

ტექნიკური დავალების, პირობებისა და მოთხოვნების ჩამოყალიბება;

შეფასების კრიტერიუმების დადგენა:

მკაფიო და გაზომვადი კრიტერიუმების დადგენას, რომლებითაც ყველა მონაწილე თანაბრად ფასდება;

მონაწილეებთან კომუნიკაცია:

შეკითხვებზე პასუხების, დაზუსტებებისა და ვადების კოორდინაცია;

შედარებითი ანალიზი და რეკომენდაცია:

შეთავაზებების ობიექტური შეფასება და დამკვეთისთვის დასაბუთებული რეკომენდაციის მომზადება.

რა ეტაპებს მოიცავს სატენდერო პროცესი?

01

სამშენებლო ტენდერების მართვა დამკვეთთან ერთად პრიორიტეტების განსაზღვრით იწყება. ამ ეტაპზე დგინდება, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩევა შემსრულებელი – ფასი, გამოცდილება, ვადები თუ სხვა ფაქტორები.

02

შემდეგ გუნდი სატენდერო მატრიცას ქმნის. ეს დოკუმენტი ყველა მოთხოვნას ერთ სისტემაში აერთიანებს და შეფასების პროცესს სტრუქტურას აძლევს.

03

მატრიცის საფუძველზე ცხადდება ტენდერი. სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CQM მართავს მთელ პროცესს – მონაწილეებთან კომუნიკაციას, შეკითხვებზე პასუხებს, დოკუმენტაციის მიღებასა და ვადების კონტროლს.

04

შეთავაზებების მიღების შემდეგ გუნდი თითოეულ მონაწილეს მატრიცის კრიტერიუმებით აფასებს და შედარებით ანალიზს ატარებს. შეფასება ფასთან ერთად, გამოცდილებას, ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ვადებსაც ითვალისწინებს. ამ ანალიზის საფუძველზე მზადდება ანგარიში რეკომენდაციებით, რომელიც დამკვეთს წარედგინება.

რა უპირატესობები აქვს სატენდერო მართვის სერვისს?

გამჭვირვალობა:

შეფასების პროცესი სტანდარტიზებულია და ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობები მოქმედებს;

ობიექტურობა:

CQM დამოუკიდებელი მხარეა, რომლის ინტერესიც მხოლოდ დამკვეთის პროექტის წარმატებაა;

დროის დაზოგვა:

სატენდერო პროცესის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობას CQM-ის გუნდი იღებს. ეს დამკვეთს ათავისუფლებს ადმინისტრაციული ტვირთისგან და საშუალებას აძლევს, ყურადღება სხვა სტრატეგიულ ამოცანებზე გადაიტანოს.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში CQM-ის მიერ მართული პროექტების ჯამურმა ფართობმა 500,000 კვადრატულ მეტრს გადააჭარბა. ამ პერიოდში დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სამშენებლო ტენდერების მართვა მენეჯმენტისა და სამშენებლო ბიუჯეტირების ფუნდამენტური ნაწილია. ეს იმიტომ, რომ კვალიფიციური კონტრაქტორებისა და სანდო მომწოდებლების შერჩევაზეა დამოკიდებული სამუშაოების ხარისხი, ვადების სიზუსტე და პროექტის ფინანსური მდგრადობა.

დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია სამშენებლო ტენდერების მართვასთან დაკავშირებით.

მიიღეთ უფასო კონსულტაცია