სამშენებლო რისკების მართვა და ანალიზი
სამშენებლო რისკების მართვა და ანალიზი მოიცავს სამშენებლო პროექტთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებას, ანალიზსა და მათზე დროულ რეაგირებას. მიზანია, რომ პრობლემა გამოვლინდეს მანამ, სანამ ის პროექტზე რეალურ ზეგავლენას მოახდენს და ზარალს მოიტანს.

რა ტიპის რისკებს მართავს CQM?
ძირითადად მშენებლობისას რისკები შემდეგი 4 მიმართულებით იჩენს თავს:
ფინანსური
ბიუჯეტის გადაცილების საფრთხე, მომწოდებლების მხრიდან ფასების ცვლილება და გაუთვალისწინებელი დანახარჯები;
ვადებთან დაკავშირებული
შეფერხებები, რომლებმაც შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და პროექტის მთლიანი გრაფიკი დაარღვიოს;
ტექნიკური
საპროექტო ხარვეზები, მასალების შეუსაბამობა და კონსტრუქციული შეცდომები;
უსაფრთხოება
ჩვენი პრიორიტეტი შრომის უსაფრთხოების რისკების პრევენციაა, რაც ინციდენტების მაჩვენებლის მინიმუმამდე შემცირებას განაპირობებს.
სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CQM თითოეული რისკის აღმოსაფხვრელად სისტემურად მუშაობს.
როგორ მიმდინარეობს სამშენებლო რისკების მართვა?
პროცესი პროექტის კომპლექსური ანალიზითა და პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებით იწყება. მას რისკების შეფასება და პრიორიტეტიზაცია მოსდევს. გუნდი ახდენს მათ კლასიფიკაციას: ვსაზღვრავთ, რომელი ფაქტორი მოითხოვს მყისიერ რეაგირებას და რომელი – გრძელვადიან მონიტორინგს.
ანალიზის საფუძველზე იქმნება პრევენციული სტრატეგია. CQM შეიმუშავებს რისკების მართვის გეგმას, რომელიც ორიენტირებულია საფრთხეების განეიტრალებასა და მათი ზემოქმედების შემცირებაზე.
პროექტის მიმდინარეობისას ახალი რისკებიც ჩნდება, ამიტომ სამშენებლო რისკების მართვა და ანალიზი უწყვეტ რეჟიმში, პროექტის დასრულებამდე მიმდინარეობს.
რა უპირატესობები აქვს რისკების მართვის სერვისს?
რისკების ადრეული გამოვლენა ამცირებს იმ ხარჯებს, რომლებიც პრობლემის აღმოფხვრას მოხმარდებოდა;
დამკვეთმა წინასწარ იცის, რა საფრთხეები არსებობს და რა ღონისძიებებია გათვალისწინებული;
რისკები და მათი მართვის მექანიზმები მკაფიოდ არის ასახული ანგარიშებში, რაც სრულ ნდობას განაპირობებს.
