შრომის უსაფრთხოების რისკების პრევენცია მშენებლობაზე
შრომის უსაფრთხოების რისკების პრევენცია სამშენებლო მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CQM-ის გუნდი პროექტის განხორციელებისას მართავს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ რისკებს. სპეციალისტები ავლენენ საფრთხეებს, გეგმავენ პრევენციულ ღონისძიებებს და მუდმივ კონტროლს უწევენ სამუშაო პროცესებს.

რა მიმართულებებს მოიცავს უსაფრთხოების სერვისი?
შრომის უსაფრთხოების ექსპერტის შეფასება
სამშენებლო მოედნის უსაფრთხოების აუდიტი გვეხმარება არსებული პირობების შეფასებაში, საფრთხის შემცველი წერტილების გამოვლენასა და რეკომენდაციების მომზადებაში;
რისკების შეფასება და კატეგორიზაცია
თითოეული საფრთხის სიმძიმისა და ალბათობის განსაზღვრა, პრიორიტეტების დალაგება;
პრევენციული ზომების დაგეგმვა
კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც რისკის რეალიზაციას თავიდან აცილებს ან მის შედეგს ამცირებს;
გარემოს დაცვის ნორმების კონტროლი
გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი;
პერსონალის ინსტრუქტაჟი
სამშენებლო მოედანზე მომუშავე პირების ინფორმირება უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების შესახებ.
როგორ მართავენ CQM-ის შრომის უსაფრთხოების ექსპერტები რისკებს?
პროცესი იწყება შრომის უსაფრთხოების ექსპერტების მიერ მოედნის დეტალური აუდიტით. გუნდი ადგილზე აფასებს სამუშაო გარემოს და ახდენს პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებას.
აუდიტის საფუძველზე მზადდება პრევენციული გეგმა. თითოეული რისკისთვის გაწერილია კონკრეტული ქმედება – ვინ არის პასუხისმგებელი პირი, რა ვადებში და რა საშუალებებით უნდა განხორციელდეს იგი. გეგმა მტკიცდება დამკვეთთან შეთანხმებით.
სამუშაოების დაწყებისთანავე მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება. CQM-ის სპეციალისტები, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისა და ხარისხის კონტროლის პარალელურად, ადგილზე უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას და წარმოქმნილ საფრთხეებზე ადრეულ ეტაპზევე რეაგირებენ.
ინციდენტის დაფიქსირებისას გუნდი მყისიერად რეაგირებს, იკვლევს გამომწვევ მიზეზებს და საჭიროების შემთხვევაში აახლებს პრევენციულ გეგმას.
რა უპირატესობები აქვს უსაფრთხოების მართვის სერვისს?
სისტემატური კონტროლის შედეგად უბედური შემთხვევების რისკი მინიმუმამდე მცირდება;
პროექტის სრული თანხვედრა მოქმედ კანონმდებლობასა და ნორმატივებთან გამორიცხავს შესაძლო სამართლებრივ სანქციებს;
ინციდენტები ხშირად იწვევს სამუშაოების შეჩერებას, შრომის უსაფრთხოების რისკების პრევენცია კი მსგავს შეფერხებებს თავიდან აგვაცილებს.
