სამშენებლო დიზაინის მართვა

სამშენებლო დიზაინის მართვა და რევიზია გულისხმობს საპროექტო დოკუმენტაციის დეტალურ განხილვას, ტექნიკურ ანალიზსა და პროექტის ოპტიმიზაციას. CQM-ის გუნდი საფუძვლიანად სწავლობს დამკვეთის დავალებას და საპროექტო ნაწილში შეაქვს ისეთი კორექტირებები, რომლებიც ამცირებს სამშენებლო ხარჯებს და ზრდის პროექტის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას.

სამშენებლო დიზაინის მართვა

რას მოიცავს სამშენებლო დიზაინის მართვის სერვისი?

საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზი

მიმდინარეობს არსებული პროექტის სრულად შესწავლა, ტექნიკური პარამეტრების შემოწმება და შეუსაბამობების გამოვლენა;

კონსტრუქციული და საინჟინრო ოპტიმიზაცია

მიმდინარეობს სქემების გადახედვა ხარისხის შენარჩუნების ან გაუმჯობესების მიზნით, რაც, ამავდროულად, ამცირებს ხარჯებს;

განხორციელებადობის შეფასება

დგინდება პროექტის რეალურ პირობებთან შესაბამისობა და განისაზღვრება, რამდენად თავსებადია საპროექტო გადაწყვეტილებები ისეთ პროცესებთან, როგორებიცაა, სამშენებლო ბიუჯეტირება, დათქმული ვადები და რესურსები.

საპროექტო ჯგუფთან კოორდინაცია

საპროექტო დოკუმენტაციის დასახვეწის მიზნით, მყარდება აქტიური თანამშრომლობა არქიტექტორებთან, ინჟინრებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან.

როგორ მუშაობს დიზაინის მართვის პროცესი?

01

გუნდი დამკვეთისგან იღებს საპროექტო დოკუმენტაციას და ატარებს დეტალურ ტექნიკურ ანალიზს. ამ ეტაპზე ფასდება, რამდენად შეესაბამება პროექტი საერთაშორისო სტანდარტებს, იკვეთება ტექნიკური ხარვეზები და ოპტიმიზაციის შესაძლებლობები. სამშენებლო დიზაინის მართვა უზრუნველყოფს ხარისხის მაღალ სტანდარტს და გამორიცხავს შეუსაბამობებს საბოლოო დოკუმენტაციაში.

02

ანალიზის საფუძველზე, გუნდი ამზადებს კონკრეტულ და ტექნიკურად დასაბუთებულ რეკომენდაციებს. აღნიშნული შენიშვნები ერთდროულად წარედგინება დამკვეთსა და საპროექტო ჯგუფს. სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CQM კოორდინაციას უწევს მუშაობის პროცესს, რათა ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით აისახოს პროექტში.

03

პროცესი სრულდება საპროექტო დოკუმენტაციის საბოლოო ვერსიის დამტკიცებით, სადაც გათვალისწინებულია ყველა შეთანხმებული ცვლილება.

რა უპირატესობები აქვს დიზაინის მართვის სერვისს?

შეცდომების ადრეული აღმოჩენა:

მშენებლობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება გაცილებით დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე საპროექტო ეტაპზე მისი პრევენცია;

სამშენებლო ხარჯების შემცირება:

კონსტრუქციული და საინჟინრო სქემების ოპტიმიზაციით ხარჯების დაზოგვაა შესაძლებელი;

პროექტის მდგრადობა და სიზუსტე:

დოკუმენტაციის რეალურ პირობებთან მაქსიმალური თანხვედრა მინიმუმამდე ამცირებს გაუთვალისწინებელ რისკებს და უზრუნველყოფს სამუშაოების შეუფერხებელ მიმდინარეობას.

დიზაინის მართვა მჭიდროდ უკავშირდება ხარჯების ოპტიმიზაციისა და მშენებლობის მართვის სერვისს,რადგან ხარისხიანი საპროექტო დოკუმენტაცია ორივე მიმართულების წარმატების გარანტიაა.

დაგვიკავშირდით და მიიღეთ კონსულტაცია დიზაინის მართვის საკითხებზე.

უფასო კონსულტაცია