სამშენებლო რესურსების მართვა და ბიუჯეტირება
CQM-ის ბიუჯეტირების სერვისი მოიცავს პროექტის ფინანსურ დაგეგმვას, რესურსების განაწილებას და ფულადი ნაკადების მონიტორინგს. სამშენებლო ბიუჯეტირების პროექტის ინიცირებისას მზადდება საორიენტაციო, ხოლო შემდგომ ეტაპზე დეტალური ბიუჯეტი. ამ მიდგომით დამკვეთს ნებისმიერ ეტაპზე აქვს მკაფიო სურათი პროექტის ფინანსურ მდგომარეობაზე.

რას მოიცავს სამშენებლო ბიუჯეტირების სერვისი?
საორიენტაციო ბიუჯეტის შედგენა
პროექტის ადრეულ ფაზაში ფინანსური ჩარჩოს განსაზღვრა, რომელიც დამკვეთს საწყის მასშტაბზე წარმოდგენას უქმნის;
დეტალური ბიუჯეტის მომზადება
ყოველი სამუშაოს, მასალისა და რესურსის ღირებულების ზუსტი აღწერა;
რესურსების დაგეგმვა
სამუშაო ძალის, ტექნიკისა და მასალების ისეთი განაწილება, რომ რესურსები პროცესში დროულად და მიზნობრივად იყოს გამოყენებული;
ფულადი ნაკადების მონიტორინგი
მიმდინარე ხარჯების მონიტორინგი და ბიუჯეტთან შედარება;/p>
ფინანსური ანგარიშგება
დამკვეთისთვის მკაფიო ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, სად იხარჯება თანხა და როგორ მიმდინარეობს ბიუჯეტის ათვისება.
როგორ მიმდინარეობს სამშენებლო ბიუჯეტის დაგეგმვა?
თავდაპირველად სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CQM-ის გუნდი პროექტის მასშტაბს, ტექნიკურ მოთხოვნებსა და დამკვეთის მოლოდინებს სწავლობს. ამ ეტაპზე იქმნება საორიენტაციო ბიუჯეტი.
საპროექტო დოკუმენტაციის დაზუსტებასთან ერთად მზადდება დეტალური გეგმა, სადაც სამშენებლო რესურსების ეფექტური მართვა და ბიუჯეტირება ხდება მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი. აქ თითოეული ეტაპისთვის კონკრეტული ღირებულება განისაზღვრება და რესურსები ვადების მიხედვით ნაწილდება.
სამშენებლო ბიუჯეტის დასაგეგმად და სამართავად ხშირად აუცილებელია სამშენებლო ტენდერების ორგანიზება და მართვა, რათა შეირჩეს საუკეთესო ქვეკონტრაქტორები და მასალების მომწოდებლები.
მშენებლობის პროცესში გუნდი ფაქტობრივ ხარჯებს მუდმივად ადარებს დაგეგმილს. ნებისმიერი ცდომილების შემთხვევაში დამკვეთი ოპერატიულად იღებს ინფორმაციას, რათა ერთობლივად დაიგეგმოს შესაბამისი კორექტირება.
რა უპირატესობები აქვს ბიუჯეტირების სერვისს?
დამკვეთმა ნებისმიერ მომენტში იცის, სად მიდის თანხა და რამდენად შეესაბამება დანახარჯი გეგმას;
დეტალური დაგეგმვა ამცირებს მოულოდნელი დანახარჯების ალბათობას;
რესურსების ოპტიმალური განაწილება უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის უწყვეტობას და გამორიცხავს როგორც იძულებით მოცდენას, ისე გადატვირთვას.
