სამშენებლო ხარჯების ოპტიმიზაცია
CQM-ის სამშენებლო ხარჯების ოპტიმიზაციის სერვისი პროექტის კომპლექსურ ანალიზს, გეგმარებასა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოძიებას მოიცავს. პროცესი ეფუძნება პროექტის თითოეული კომპონენტის დეტალურ შესწავლას, რის საფუძველზეც ჩვენი გუნდი დამკვეთს სამშენებლო ხარჯების ოპტიმიზაციისთვის ეფექტურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

როგორ ხდება სამშენებლო ხარჯების კონტროლი?
CQM-ის გუნდი, პირველ რიგში, სრულად შეისწავლის პროექტს. ამ ეტაპზე ფასდება არსებული საპროექტო გადაწყვეტილებები, შერჩეული მასალები, კონსტრუქციული სქემები და რესურსების განაწილება. დეტალურად განიხილება მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა, რათა ნათლად გამოიკვეთოს, სად არსებობს ოპტიმიზაციის რეალური შესაძლებლობა და სად გადის ზღვარი, რომლის მიღმაც ხარისხის გაუარესების რისკი იქმნება.
შემდეგ ეტაპზე გუნდი იწყებს ალტერნატივების ძიებას. ეს შეიძლება გულისხმობდეს სხვა მასალის გამოყენებას, განსხვავებულ საინჟინრო მიდგომას ან სამუშაო პროცესის უფრო ეფექტურ ორგანიზებას. სწორედ ამიტომ მშენებლობის ხარჯების ოპტიმიზაცია მხოლოდ ტექნიკური ექსპერტიზის საფუძველზეა შესაძლებელი.
თითოეული ალტერნატივა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე მოწმდება, რათა ოპტიმიზაცია არ მოხდეს უსაფრთხოებისა და ხარისხის ხარჯზე. შემუშავებული ვარიანტები აუცილებლად თანხმდება დამკვეთთან. სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CQM დეტალურად წარადგენს, თუ რა იცვლება, რა გავლენა ექნება ამას ხარისხზე და რა ფინანსურ სარგებელს მიიღებს კომპანია. შემუშავებული გეგმა მხოლოდ დამკვეთის ინფორმირებული თანხმობის შემდეგ ხორციელდება.
რა უპირატესობები აქვს სერვისს?
ჭარბი დანახარჯების გამოვლენა:
CQM-ის გუნდი პროექტში ავლენს იმ მასალებსა და სქემებს, რომლებიც არაეფექტურად ძვირია, და მათ ოპტიმალური ალტერნატივებით ანაცვლებს;
შესყიდვების გამჭვირვალობა:
CQM CQM მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი მხარე, რომლის ინტერესიც მხოლოდ დამკვეთისთვის მაქსიმალური სარგებლის მიცემაა;
გრძელვადიანი ეკონომია:
ოპტიმიზაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ხარისხს ენიჭება. ჩვენ მიერ შერჩეული ალტერნატივები გამძლეობით გამოირჩევა და დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს, რაც გრძელვადიან პერიოდში თქვენი პროექტის ხარჯეფექტიანობის გარანტი იქნება;
მომწოდებლებთან მოლაპარაკების ძალა:
CQM-ს მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, რაც დამკვეთისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების შესაძლებლობად გვაძლევს.
რა განსხვავებაა ხარჯების შემცირებასა და ოპტიმიზაციას შორის?
ფინანსური რესურსის შემცირება ხშირად ხარისხის დათმობას ნიშნავს. მშენებლობის ხარჯების ოპტიმიზაცია კი განსხვავებული მიდგომით იმართება. CQM ალტერნატივებს სტანდარტების ფარგლებში ეძებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგი ხარისხით იგივე რჩება ან უმჯობესდება, ხოლო ხარჯი მცირდება.
ხარჯების ოპტიმიზაცია მშენებლობის მართვის განუყოფელი ნაწილია, რადგან პროცესების მართვა ხარისხის, უსაფრთხოებისა და ფინანსური ეფექტურობის მიღწევის გარეშე შეუძლებელია.
