სამშენებლო ტენდერების ორგანიზება და მართვა

CQM-ის სატენდერო მართვა, რომელიც კომპანიის მშენებლობის მართვის სერვისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, დამკვეთთან კოორდინაციით მიმდინარეობს. პროცესი მოიცავს პროექტის პრიორიტეტების განსაზღვრას და მართვას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

სამშენებლო ტენდერების მართვა

რა მიმართულებებს ფარავს ტენდერების მართვა?

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება

ტექნიკური დავალების, პირობებისა და მოთხოვნების ჩამოყალიბება საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით;

შეფასების კრიტერიუმების დადგენა

მკაფიო და გაზომვადი კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლებითაც ყველა მონაწილე თანაბრად ფასდება;

მონაწილეებთან კომუნიკაცია

შეკითხვებზე პასუხების, დაზუსტებებისა და ვადების ეფექტური კოორდინაცია მთელ პროცესში;

ანალიზი და რეკომენდაცია

შეთავაზებების ობიექტური შეფასება და დამკვეთისთვის დასაბუთებული რეკომენდაციის მომზადება.

რა ეტაპებს მოიცავს სატენდერო პროცესი?

01

პროცესი დამკვეთთან ერთად პრიორიტეტების განსაზღვრით იწყება. დგინდება, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩევა შემსრულებელი – ფასი, გამოცდილება თუ ვადები.

02

შემდეგ გუნდი სატენდერო მატრიცას ქმნის. ეს დოკუმენტი ყველა მოთხოვნას ერთ სისტემაში აერთიანებს და შეფასების პროცესს სტრუქტურას აძლევს.

03

მატრიცის საფუძველზე ცხადდება ტენდერი. CQM მართავს მთელ პროცესს – მონაწილეებთან კომუნიკაციას, დოკუმენტაციის მიღებასა და ვადების კონტროლს.

04

შეთავაზებების მიღების შემდეგ გუნდი ატარებს შედარებით ანალიზს მატრიცის მიხედვით. ამის საფუძველზე მზადდება დასაბუთებული ანგარიში დამკვეთისთვის.

რა უპირატესობები აქვს სატენდერო მართვას?

გამჭვირვალობა:

შეფასების პროცესი სტანდარტიზებულია და ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობები მოქმედებს;

ობიექტურობა:

CQM დამოუკიდებელი მხარეა, რომლის ინტერესიც მხოლოდ დამკვეთის პროექტის წარმატებაა;

დროის დაზოგვა:

ადმინისტრაციულ ტვირთს CQM იღებს, რაც საშუალებას გაძლევთ, ყურადღება სხვა სტრატეგიულ ამოცანებზე გადაიტანოთ.

კვალიფიციური კონტრაქტორებისა და სანდო მომწოდებლების შერჩევაზეა დამოკიდებული სამუშაოების ხარისხი, ვადების სიზუსტე და პროექტის ფინანსური მდგრადობა.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში CQM-ის მიერ მართული პროექტების ჯამურმა ფართობმა 500,000 კვადრატულ მეტრს გადააჭარბა.

მიიღეთ უფასო კონსულტაცია