სამშენებლო კონტრაქტების მართვა და აუდიტი
სამშენებლო პროექტის ნებისმიერი პრობლემა – ვადების გადაცილება, ბიუჯეტის გადახარჯვა, კონტრაქტორთან დავა, ჩვეულებრივ, კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარეობს. ზოგჯერ პირობა ბუნდოვნადაა ჩაწერილი ან სულაც – გამოტოვებული. ორივე შემთხვევაში, სწორედ ეს ხარვეზი ხდება კონფლიქტის მიზეზი.
სამშენებლო კონტრაქტების მართვა ამ პრობლემების პრევენციის ყველაზე პრაქტიკული გზაა. ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულება საწყის ეტაპზე სწორად შედგება, მშენებლობის მსვლელობისას კი პირობების შესრულება სისტემატურად მოწმდება.

რატომ ფერხდება პროექტები კონტრაქტის გამო?
სამშენებლო ხელშეკრულება ხშირად ფორმალობად აღიქმება. პრაქტიკა კი სხვა სურათს გვიჩვენებს: თუ სამუშაოს მოცულობა ბუნდოვნადაა განსაზღვრული, კონტრაქტორი ნებისმიერ ცვლილებას დამატებით ხარჯად ჩათვლის. თუ ფასის კორექტირების მექანიზმი კონტრაქტში არ არის, მასალების გაძვირება მთლიანად ერთ-ერთ მხარეს დააწვება ტვირთად. თუ ჯარიმებისა და გარანტიების პირობები ბუნდოვანია, ვადების დარღვევა პრაქტიკულად უმნიშვნელო ხდება.
სამართლებრივი დაცვა
უფლება-მოვალეობების მკაფიო გაწერა საერთაშორისო სტანდარტებით, როგორიცაა FIDIC კონტრაქტები, რისკების სწორი განაწილებისთვის.
დავების პრევენცია
კონფლიქტური სიტუაციების წინასწარი დაზღვევა და მოლაპარაკებების მართვა, რაც თავიდან აგარიდებთ ხანგრძლივ სასამართლო პროცესებს.
ფინანსური კონტროლი
საჯარიმო სანქციების, საგარანტიო პირობებისა და გადახდის ვადების მკაცრი მონიტორინგი პროექტის ყველა ეტაპზე.
ცვლილებების მართვა
მშენებლობისას გარდაუვალი ცვლილებების ფინანსური და სამართლებრივი ასახვა ისე, რომ არ დაირღვეს დამკვეთის ინტერესები.
გარანტიების მონიტორინგი
ავანსების, ეტაპობრივი გადახდებისა და საბანკო გარანტიების სისტემატური შემოწმება ფინანსური გაუგებრობების გამოსარიცხად.
რას მოიცავს კონტრაქტების პროფესიონალური მართვა?
კონტრაქტების მენეჯმენტი სამ ძირითად ეტაპს მოიცავს:
ხელშეკრულების შედგენა და შემოწმება:პროექტის ტიპიდან გამომდინარე, შეიძლება, გამოიყენებოდეს open book, measure, lam3 მოდელები. მსხვილ პროექტებზე სულ უფრო ხშირად გამოიყენება FIDIC კონტრაქტები – საერთაშორისო სტანდარტული ფორმები, რომლებიც რისკებს დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის კონკრეტულად ანაწილებს. ამ ფორმების ადგილობრივ კანონმდებლობასთან ადაპტაცია კი პროფესიონალის საქმეა.
ცვლილებების კონტროლი: მშენებლობის პროცესში ცვლილებები გარდაუვალია. ამ დროს ყველა კითხვაზე პასუხი კონტრაქტში წინასწარ უნდა ეწეროს. სხვა შემთხვევაში, ყოველი ცვლილება ახალი მოლაპარაკების დასაწყისი ხდება.
გადახდებისა და გარანტიების მონიტორინგი: ავანსი, ეტაპობრივი გადახდები, საბანკო გარანტიები – ეს ყველაფერი სისტემატური კონტროლის გარეშე პრობლემად ადვილად იქცევა.
სამშენებლო აუდიტი
სამშენებლო აუდიტი ცალკე ინსტრუმენტია, რომელიც უკვე მიმდინარე ან დასრულებული პროექტის კონტრაქტულ და ფინანსურ ნაწილს ამოწმებს. პრაქტიკაში ეს პასუხობს კითხვებს: შესრულებული სამუშაოების მოცულობა ემთხვევა თუ არა კონტრაქტში მითითებულს? ჩამოწერილი ხარჯები რეალურ სამუშაოს ასახავს თუ არა? პროექტის კომპლექსური ანალიზი ხშირად შეუმჩნეველ გადახარჯვებს ავლენს – ისეთ შემთხვევებს, როცა სამუშაო ან ნაკლები მოცულობით არის შესრულებული, ან სპეციფიკას არ შეესაბამება. ასეთი შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პროექტი გრძელდება, ქვეკონტრაქტორთა ჯაჭვი კი რამდენიმე რგოლს ითვლის. კონტრაქტების აუდიტის შედეგად მიღებული ინფორმაცია ორი მიმართულებითაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: მიმდინარე პროექტში კორექტირებისთვის და შემდეგი პროექტის გაცილებით ზუსტი დაგეგმვისთვის.
სწორი ადმინისტრირება უზრუნველყოფს პროექტის შეუფერხებელ მიმდინარეობას. კონტრაქტების მართვა მჭიდროდ უკავშირდება სხვა საკვანძო სერვისებს, რაც ქმნის მართვის ერთიან, მყარ სისტემას:
CQM-ის მიდგომა: დოკუმენტიდან ჩაბარებამდე
სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CQM კონტრაქტულ საკითხებს პროექტის დაწყებიდან მართავს. კონტრაქტის ტიპი, პირობები და გარანტიების სტრუქტურა ჯერ კიდევ მოლაპარაკების ეტაპზე დგინდება. შემდეგ, მშენებლობის მართვის სერვისის ფარგლებში, ეს პირობები მუდმივად კონტროლქვეშ რჩება.
სამშენებლო დავების პრევენცია ყველაზე მარტივი მაშინ არის, როდესაც პოტენციურად კონფლიქტის გამომწვევი პუნქტები ხელშეკრულებაშივეა ახსნილი. სამშენებლო რისკების მართვა და ანალიზი, სამშენებლო ბიუჯეტირება და კონტრაქტების მართვა ერთი სისტემის ნაწილია – ერთი მათგანის გამოტოვება მთელ პროცესს აფერხებს.
პროექტის სამართლებრივი და ფინანსური ნაწილის სწორად ორგანიზებაში CQM-ის სპეციალისტები დაგეხმარებიან.
