მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი
სამშენებლო პროექტის ყველაზე ძვირადღირებული შეცდომები, როგორც წესი, ადრეულ ეტაპზე ვლინდება. მაშინ, როცა მათი შემჩნევა ვიზუალურად ჯერ კიდევ შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ხარისხის კონტროლი პროცესის მუდმივი ნაწილი უნდა იყოს.

რას გულისხმობს ტექნიკური ზედამხედველობა პრაქტიკაში?
მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
სამშენებლო მასალების ინსპექტირება
ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი მასალა ყოველთვის არ შეესაბამება საპროექტო სპეციფიკაციებს. ბეტონი, არმატურა, საიზოლაციო მასალები – თითოეულს ახასიათებს კონკრეტული ტექნიკური პარამეტრები, რომლებიც ლაბორატორიულად მოწმდება. 2018 წლიდან ქართულ ბაზარზე ცემენტი, არმატურა, ელექტრო კაბელები და პლასტმასის მილები ევროსტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელ სერტიფიკატს საჭიროებს. თუმცა, პრაქტიკაში ეს მოთხოვნა ყოველთვის სრულყოფილად არ სრულდება.
ნიადაგის სამუშაოების ზედამხედველობა და კონსტრუქციული ელემენტების მონტაჟი
ეს ის ეტაპებია, სადაც ფარული სამუშაოები მომდევნო ნაბიჯებით იფარება. თუ ნახაზებთან შეუსაბამობა ამ ეტაპზე გამოვლინდა, მისი გამოსწორება შედარებით მარტივია. თუ ის შეუმჩნეველი დარჩა, შეიძლება, მხოლოდ ოპერირების პერიოდში გამოვლინდეს.
ფარული სამუშაოების დოკუმენტირება
ქართული კანონმდებლობის მიხედვით, მშენებლობის ცალკეული ეტაპების დასრულება შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს. ეს ჩანაწერები შემდგომ ძირითად მტკიცებულებად იქცევა.
კონტრაქტორი და ზედამხედველობა
გენერალური კონტრაქტორი დაინტერესებულია, რომ სამუშაო შესაბამის ვადაში განხორციელდეს. ეს ინტერესი ყოველთვის არ ემთხვევა დამკვეთის ინტერესს. ამ ორ მხარეს შორის დგას დამოუკიდებელი ტექნიკური ზედამხედველი. ის, ვინც დამკვეთის სახელით ამოწმებს ობიექტს.
ის, ვინც დამკვეთის სახელით ამოწმებს ობიექტს. სამშენებლო ზედამხედველობა კანონმდებლობითაც განსაზღვრულია. III და IV კლასის შენობების მშენებლობაში ტექნიკური ზედამხედველობა სავალდებულოა და მისი განხორციელება მხოლოდ აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს ან სერტიფიცირებულ ექსპერტს შეუძლია.
საპროექტო რევიზია: CQM სამუშაოების დაწყებამდე დეტალურად ამოწმებს სრულ დოკუმენტაციასა და არქიტექტურულ დიზაინს, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი ხარვეზი.
მშენებლობის მონიტორინგი: პროცესის სამართლებრივი და ტექნიკური გამართულობისთვის, კომპანია მუდმივად აკონტროლებს თითოეულ ეტაპს - ნახაზებთან ზუსტი შესაბამისობიდან ხარისხის დაცვამდე.
შრომის უსაფრთხოება: ექნიკური ზედამხედველობის განუყოფელი ნაწილია სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების სტანდარტების მართვა და შესაძლო რისკების პრევენცია მთელი პროექტის განმავლობაში.
CQM-ის ზედამხედველობა: სამუშაოებიდან პროექტის ჩაბარებამდე
სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CQM ტექნიკურ ზედამხედველობას მთელი პროექტის განმავლობაში ახორციელებს. საპროექტო დოკუმენტაცია სამშენებლო დიზაინის მართვისა და საპროექტო რევიზიის ფარგლებში სამუშაოების დაწყებამდე მოწმდება.
მშენებლობის მსვლელობისას კი ყოველი ეტაპი კონტროლქვეშ რჩება – ნახაზებთან შესაბამისობიდან ხარისხის მონიტორინგამდე, რათა ყველაფერი დოკუმენტურად გამართულ პროცესს ეფუძნებოდეს.
შრომის უსაფრთხოების რისკების პრევენციაზედამხედველობის კიდევ ერთი კომპონენტია.
კომპანიის მთავარი პრიორიტეტია ხარისხის მონიტორინგი ერთიანი სისტემის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს ობიექტის სრულ შესაბამისობას საპროექტო ნახაზებთან:
რისგან გიცავთ ტექნიკური ზედამხედველობა?
მშენებლობის ხარისხის კონტროლი ორი ტიპის პრობლემისგან იცავს: ოპერირების პერიოდში გამოვლენილი ფარული დეფექტებისა და სამართლებრივი დავებისგან, როცა კომპანიებს შორის სადავო ხდება, ვინ არის პასუხისმგებელი.
დეფექტების შეტყობინების პერიოდი, რომელიც ჩაბარების შემდეგ მოდის, კონტრაქტორის ვალდებულებების ნაწილია. ამ ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამართულია ტექნიკური დოკუმენტაცია და ჩაბარების პროცესი.
სწორედ ამ მიზნით, CQM-ის მშენებლობის მართვის სერვისი ზედამხედველობას ერთ სისტემად განიხილავს. ყოველი ეტაპი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით სრულდება.
