მშენებლობის მართვა

CQM-ის მშენებლობის მართვა მოიცავს სამშენებლო პროექტის სრულ ორგანიზებას, კოორდინაციასა და კონტროლს. მართვის პროცესი საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება, ხოლო ყოველი გადაწყვეტილება ფაქტებსა და მონაცემებზე დაყრდნობით მიიღება.

CQM მშენებლობის მართვა

რას მოიცავს მშენებლობის მართვის სერვისი?

CQM-ის მშენებლობის მართვა რამდენიმე ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

სტრატეგიული დაგეგმვა

სამუშაოების, ვადების, რესურსებისა და თანმიმდევრობის განსაზღვრა, სამშენებლო ბიუჯეტირება, მართვის ჩარჩოს ჩამოყალიბება;

ვადებისა და რესურსების ოპტიმიზაცია

BIM-ის დახმარებით პროცესის მართვა, რისკების ადრეული გამოვლენა და შეფერხებების აცილება ხდება;

ხარისხის კონტროლი

სამუშაოების შესაბამისობის სისტემატური შემოწმება საერთაშორისო სტანდარტებთან, ყოველ ეტაპზე;

შრომის უსაფრთხოება

უსაფრთხოების ნორმების მუდმივი დაცვა და კონტროლი;

კომუნიკაცია და ანგარიშგება

დამკვეთისთვის მკაფიო, კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

როგორ მიმდინარეობს მშენებლობის მართვა?

სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CQM-ში მშენებლობის მართვა სტრუქტურირებულ ეტაპებად მიმდინარეობს.

01

პროცესი იწყება კვლევითა და ანალიზით. ამ ეტაპზე ვსწავლობთ პროექტის სპეციფიკას, ტექნიკურ მოთხოვნებს, ადგილმდებარეობის თავისებურებებს, დამკვეთის მოლოდინებს.

02

შემდეგ ეტაპზე მზადდება ნულოვანი ანგარიში. ეს დოკუმენტი პროექტის შესახებ ტექნიკურ, ფინანსურ და ორგანიზაციული მონაცემებს აერთიანებს.

03

მატრიცის შეთანხმების შემდეგ გუნდი უშუალოდ სამშენებლო პროცესის კოორდინაციასა და კონტროლზე გადადის. პროფესიონალები ადგილზე აკონტროლებენ ვადებს, ხარისხს და რესურსებს.

04

ბოლო ეტაპი ობიექტის ჩაბარებაა. გუნდი ატარებს საბოლოო შემოწმებებს, ამზადებს დოკუმენტაციას და პროექტს დამკვეთს გადასცემს.

რა უპირატესობები აქვს მშენებლობის მართვის სერვისს?

ვადების დაცვა და დროის დაზოგვა:

BIM-სა და სხვა საშუალებების გამოყენებით იქმნება რეალისტური გრაფიკი, რომლის შესრულებაც მკაცრად კონტროლდება.

ერთიანი კოორდინაცია და პასუხისმგებლობა:

დამკვეთს ჰყავს ერთი პარტნიორი, რომელიც კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან სრულ კომუნიკაციას მართავს.

რისკების ადრეული გამოვლენა:

მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომით პოტენციური შეფერხებები წინასწარ ვლინდება და პრევენცია ხდება.

საპროექტო სამუშაოების მართვა:

CQM მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი კოორდინატორი არქიტექტორს, კონსტრუქტორსა და შემსრულებელს შორის.

დოკუმენტაციის სრული მართვა:

ნებართვები, ტექნიკური აქტები – CQM სრულად მართავს დოკუმენტბრუნვას.

სამშენებლო პროექტებში დოკუმენტაცია მართვის, კონტროლისა და ანგარიშვალდებულების სისტემურ საფუძველს წარმოადგენს. სწორად ორგანიზებული დოკუმენტები პროცესების გამჭვირვალობასა და ვადების ეფექტურ მონიტორინგს უზრუნველყოფს.

ორი წლის განმავლობაში 500,000 კვ.მ-ზე მეტის მართვა შევძელით.

უფასო კონსულტაცია