სამშენებლო პროცესში ყველაზე რთულად გამოსასწორებელი შეცდომები იმ ეტაპზე ვლინდება, როდესაც ობიექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, სამშენებლო ინოვაციების ლიდერი კომპანიები დღეს პროექტს ჯერ ციფრულ სივრცეში აშენებენ. ტრადიციული 2D ნახაზები ჯერ კიდევ გამოიყენება, მაგრამ მათ აღარ შეუძლია ის, რაც BIM მოდელს – ყველა დისციპლინის ერთ სივრცეში გაერთიანება და კონფლიქტების ვიზუალიზაცია მშენებლობის დაწყებამდე. სხვაობა ორ მიდგომას შორის ობიექტის განახლებების სიხშირეში, გრაფიკის სიზუსტესა და გაუთვალისწინებელი ხარჯების მოცულობაზე აისახება.

რა არის VDC და რატომ სჭირდება ის თქვენს პროექტს?

BIM (Building Information Modeling) – ეს არის შენობის ციფრული მოდელი, რომელშიც,  გეომეტრიის გარდა, ინახება ინფორმაცია მასალების შესახებ, სისტემების სპეციფიკაციები და კოორდინაციის მონაცემები. VDC (Virtual Design and Construction) კი ერთი ნაბიჯით უფრო შორს მიდის – ის BIM მოდელს პროექტის მართვის ინსტრუმენტად აქცევს: აკავშირებს დიზაინს, მშენებლობის გრაფიკსა და ბიუჯეტს. 

BIM მენეჯმენტი და ციფრული კოორდინაცია ამ კონტექსტში ნიშნავს, რომ არქიტექტორი, კონსტრუქტორი და MEP ინჟინერი – ყველა ერთი და იმავე მოდელით მუშაობს, ერთდროულად. ერთი რომ შეიტანს ცვლილებას, სხვები მყისიერად ხედავენ შედეგს. ეს, ერთი შეხედვით, ლოგიკური პრინციპია, მაგრამ სამშენებლო პრაქტიკაში ეს ნაბიჯი მთელ პროცესს  რადიკალურად ცვლის. 

ტრადიციულ სქემაში ყველა დისციპლინა ცალ-ცალკე მუშაობდა და ნახაზებს ერთმანეთს პროექტის საბოლოო ეტაპზე ადარებდა. ეს შედარება კი ხშირად ობიექტზე, ფიზიკური კონფლიქტის სახით ვლინდებოდა, რისი გამოსწორებაც ნიშნავდა სამუშაოების გაჩერებას, ხელახლა გეგმარებასა და სამუშაოებს. BIM-ის პირობებში ეს ეტაპი კარგავს მოულოდნელობის ფაქტორს – კონფლიქტები ციფრულ სივრცეში გამოვლინდება და, შესაბამისად, იქვე გამოსწორდება. ორ სქემას შორის სხვაობა ყველაზე მკვეთრად ზუსტად მაშინ ჩანს, როდესაც პროექტი კომპლექსურია და მასში ბევრი დამოუკიდებელი სისტემა ერთდროულად მუშაობს.

Clash Detection – კონფლიქტების გამოვლენა ვირტუალურ სივრცეში

Clash Detection BIM მოდელის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა. პროგრამა ამოწმებს, ორი ან მეტი კომპონენტი ვირტუალურ სივრცეში ერთმანეთს ეწინააღმდეგება თუ არა. მაგალითად: სადაც სავენტილაციო მილი სტრუქტურული კონსტრუქციის ზონაში გადის, სადაც სანტექნიკის სისტემა ელექტრომოწყობილობის სივრცეში ხვდება ან სადაც ერთი სისტემა მეორის ადგილს ბლოკავს.

საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია BIM-ის გარეშე – სწორედ ეს ხარვეზები რჩება გამოუვლენელი დიზაინის ეტაპზე. ობიექტზე კი ისინი ჩნდება მაშინ, როდესაც მათი გამოსწორება რამდენჯერმე უფრო ძვირია, ვიდრე ციფრულ სივრცეში ჩასწორება. ეს პრობლემა BIM-ის გამოყენების ყველაზე პრაქტიკული არგუმენტია.

Clash Detection სამ ძირითად ტიპს მოიცავს. არსებობს კონფლიქტი, რომლის დროსაც ორი ელემენტი საჭიროებს საერთო სივრცეს, რაც ობიექტზე ტექნიკურად შეუძლებელია. მეორე ტიპის კონფლიქტი ხდება მაშინ, როდესაც ელემენტისთვის სათანადო სამუშაო სივრცე ან მომსახურების ზონა არ რჩება – ტექნიკა დამონტაჟდა, მაგრამ მის შეკეთებაზე წვდომა ფიზიკურად შეუძლებელია. გრაფიკის კონფლიქტი კი 4D BIM-ის ნაწილია, სადაც სხვადასხვა სამუშაო ერთდროულად ან თანმიმდევრობის დარღვევით არის დაგეგმილი – ერთი სამუშაო ჯგუფი ელოდება მეორეს, რომელიც ჯერ სხვა ეტაპზეა. ამ სამი ტიპის გამოვლენა ციფრულ სივრცეში ობიექტზე გაჩერების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

როგორ ზოგავს BIM მოდელირება პროექტის ბიუჯეტს?

BIM მოდელირების ფინანსური სარგებელი ყველაზე ნათლად ჩანს, როდესაც ორ სცენარს ერთმანეთს შევადარებთ.

  • კონფლიქტი ვირტუალურ სივრცეში გამოვლინდა – ციფრული ცვლილება შედის, რამდენიმე საათი იხარჯება, სამუშაო გრძელდება. 
  • კონფლიქტი გამოვლინდა ობიექტზე – სამუშაო ჩერდება, სამუშაო ჯგუფი იცდის, სამუშაოები ხელახლა იწყება

BIM მოდელი მასალების ზუსტი რაოდენობის გამოთვლის საშუალებასაც იძლევა. კომპონენტები მოდელში ზომებითა და სპეციფიკაციებით ინახება, შესაბამისად, მათი რაოდენობა ითვლება ავტომატურად. ეს ამცირებს ზედმეტი მასალების შეძენას, საწყობში დალაგებასა და ბოლოს – დარჩენილი მასალის ჩამოწერას, რომელიც, ფაქტობრივად, რესურსების ფლანგვაა.

ფინანსური რესურსების დაზოგვა, ამ შემთხვევაში, კავშირშია იმასთან, თუ რამდენ კონფლიქტს გამოავლენს პროგრამა მშენებლობის ადრეულ ეტაპზე. რაც უფრო მეტი კონფლიქტი გამოვლინდება ციფრულ სივრცეში, მით ნაკლები მოულოდნელობა გველის ობიექტზე. ეს არ არის ყველა სახის გაუთვალისწინებელი სიტუაციისგან თავდაცვის გარანტია, მაგრამ ის მნიშვნელოვნად ავიწროებს ალბათობის ფარგლებს  და ეს ფარგლები ბიუჯეტის პროგნოზირებადობაზე აისახება.

საპროექტო რევიზია ციფრულ ეპოქაში

საპროექტო დოკუმენტაციის რევიზია 2D ნახაზებზე ნიშნავდა ათობით ფურცლის გადახედვას, ხელით ძებნასა და ხშირად  ნახაზებს შორის წინააღმდეგობების დაგვიანებულ გამოვლენას. 3D BIM მოდელში ეს პროცესი ვიზუალური ხდება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყველა მხარისთვის ერთნაირად გასაგებია.

დამკვეთს შეუძლია, მოდელი დაათვალიეროს და ნახოს, სად გადის მილები, სად არის ელექტრო კომუნიკაციები, სად ინახება ტექნიკური სივრცეები. ეს არ არის მხოლოდ ვიზუალიზაცია – ეს კონტროლის ინსტრუმენტია. ბევრი შეთანხმება, რომელიც ადრე ბუნდოვანი რჩებოდა, 3D მოდელის ნახვის შემდეგ ნათელი ხდება. შეკითხვები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მშენებლობის შუა პერიოდში ჩნდებოდა, ამ ეტაპზე ისმება, სწორ დროს.

BIM მოდელი ყველა ცვლილებას ავტომატურად ასახავს. თუ არქიტექტორი კედელს გადააადგილებს, ეს ცვლილება ყველა სხვა კომპონენტის მიმართ აისახება. ეს პრინციპი ამცირებს კოორდინაციის შეცდომებს, მაშინ, როდესაც ერთი გუნდი უახლეს ვერსიაში ცვლილებას შეიტანს, მეორე კი ძველ ვარიანტზე აგრძელებს მუშაობას. ეს ხარვეზი, ერთი შეხედვით, წვრილმანია, მაგრამ კომპლექსურ პროექტებში სწორედ ეს ჯაჭვია ყველაზე გავრცელებული კოორდინაციული შეცდომის წყარო.

BIM – გათვლილი სამშენებლო პროცესის ნაწილი

BIM მოდელირება არ არის ვიზუალური ეფექტი ან ტექნოლოგიური სიახლე, რომელიც „სოლიდურობისთვის” გამოიყენება. ეს პრაქტიკული ინსტრუმენტია, ის კონფლიქტებს ხილულს ხდის, სანამ ისინი ობიექტზე პრობლემებად გადაიქცევა. კომპანია, რომელიც BIM-ს პროცესში ინტეგრირდება, ნაკლებ გაურკვევლობას ხვდება და მეტ ინფორმაციას ფლობს. 

სამშენებლო პროექტი, სადაც BIM მოდელი გამოიყენება, სულ სხვა ვითარებას ქმნის – ნაკლები მოულოდნელი ხარჯი, ნაკლები სამუშაო პროცესის გაჩერება, ნაკლები შეუთანხმებლობა გუნდებს შორის. ეს ლოგიკური შედეგია იმისა, რომ კონფლიქტები სწორ ეტაპზე გამოვლინდა. 

CQM-ის გუნდი BIM მოდელირებას პროექტის დასაწყისიდანვე მიმართავს – არქიტექტურული, კონსტრუქციული და MEP დისციპლინების კოორდინაცია ერთ სივრცეში, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი ციფრულ პლატფორმაზე. ეს CQM-ის სტანდარტია.

გსურთ, დააზღვიოთ თქვენი პროექტი ხარვეზებისგან? დაუკავშირდით CQM-ს და BIM ტექნოლოგიების უპირატესობები თქვენი პროექტისთვის გამოიყენეთ.