სასტუმროების მშენებლობის მენეჯმენტი და საერთაშორისო ბრენდების კონსულტაცია

საქართველოს ტურისტული ბაზარი ბოლო წლებში სტრუქტურულად შეიცვალა. ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება და საერთაშორისო ბრენდების ინტერესი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. Marriott, Hilton, IHG და Accor აქტიურად შეისწავლიან ბაზარს. ამ პროცესში ყველაზე კრიტიკული და, ამავდროულად, ყველაზე რთული ეტაპი სასტუმრო მშენებლობის მენეჯმენტია.

სასტუმროს მშენებლობა ოპერატორის ტექნიკურ მოთხოვნებს, ბრენდის შიდა სტანდარტებს, ადგილობრივ ნორმატივებსა და ინვესტორის ფინანსურ პარამეტრებს ერთდროულად უნდა ითვალისწინებდეს. ამ ოთხ ჩარჩოს შორის სწორი ბალანსის პოვნა - სწორედ ეს არის სასტუმროს პროექტების კონსულტაციის არსი. CQM ამ გამოწვევას ადრეული ეტაპიდან ობიექტის სრულ ჩაბარებამდე - პროფესიონალურად მართავს.

ქართული ბაზრის სპეციფიკა კიდევ ერთ განზომილებას ამატებს. ადგილობრივი სამშენებლო პრაქტიკა, ნებართვების სისტემა და ინფრასტრუქტურული გამოწვევები საერთაშორისო ბრენდებისთვის ხშირად უცნობია. CQM-ის გუნდი ამ ორ გარემოს - ადგილობრივს და საერთაშორისოს - სამუშაო პროცესში აერთიანებს, რაც ინვესტორს ზედმეტი ხარჯებისა და შეფერხებებისგან გვიცავს.

სასტუმროს მშენებლობის მენეჯმენტი

საერთაშორისო ბრენდების ფრანშიზა და ტექნიკური სტანდარტები

საერთაშორისო სასტუმრო ბრენდთან პარტნიორობა ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ის ზრდის ობიექტის ამოცნობადობას, ამარტივებს ოპერირებას და გრძელვადიან ღირებულებას მატებს უძრავ ქონებას. თუმცა, ამ გზაზე ყველაზე დიდი გამოწვევა ფრანშიზის მოპოვების ტექნიკური მხარეა.

სავალდებულო სტანდარტები

საერთაშორისო ბრენდების ტექნიკური სტანდარტები არის არა რეკომენდაცია, არამედ კონტრაქტული ვალდებულება. მათი შეუსრულებლობა ავტომატურად იწვევს ფრანშიზის გაუქმების სამართლებრივ საფუძველს - ჩვენ ამ საფრთხეს ვანეიტრალებთ პროექტის ეტაპზევე.

დიზაინ შეცდომები

მშენებლობის ეტაპზე დაშვებული დიზაინ-შეცდომის გამოსწორება 10-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე საპროექტო დოკუმენტაციაში მისი თავიდან აცილება. ჩვენი ჩართულობა დიზაინ- რევიზიაში არის პირდაპირი ინვესტიცია დანახარჯების შემცირებაში.

ოპერაციული დამოუკიდებლობა VS ბრენდის მოთხოვნების

TSA (Technical Services Agreement) არის ის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ინვესტორის ტექნიკურ ვალდებულებებს მთელი ოპერირების მანძილზე. ჩვენი როლია, ამ მოლაპარაკებებში დავიცვათ ბალანსი ბრენდის მკაცრ მოთხოვნებსა და ინვესტორის ეკონომიკურ ინტერესებს შორის.

ბრენდები საერთაშორისო ბრენდების სტანდარტების მეშვეობით ზუსტად განსაზღვრავენ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს და ფუნქციონირებდეს ობიექტი. ეს სტანდარტები ეხება ინტერიერის პარამეტრებს, ნომრის ფართობსა და განლაგებას, ტექნიკური სისტემების კონფიგურაციას, სახანძრო დაცვის ნორმებსა და სტუმრის გამოცდილების ყველა ეტაპს. Brand Standards-ისგან გადახვევა ფრანშიზის დაკარგვის რეალურ საფრთხეს შეიცავს და ეს რისკი მშენებლობის ეტაპზევე ჩნდება, თუ პროექტი სათანადოდ არ არის მომზადებული.

სწორედ ამიტომ, Technical Services Agreement-ის - TSA კონსულტაციის ეტაპი განსაკუთრებული სიფრთხილით მიდგომას მოითხოვს. TSA განსაზღვრავს, თუ რა ტექნიკური ვალდებულებები ეკისრება ინვესტორს ბრენდის წინაშე მთელი ოპერირების განმავლობაში. CQM-ის გუნდი ამ მოლაპარაკებებში ბრენდის წარმომადგენლებთან მუშაობს, ადგენს, სად შეიძლება პირობების კორექტირება. სასტუმრო ბრენდების ფრანშიზის მიღების მოლაპარაკებები რთული პროცესია, მაგრამ სწორი მხარდაჭერით ის სრულად მართვადია.

ამ ეტაპთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სასტუმროს დიზაინ რევიზიაც. ბრენდი პროექტის დოკუმენტაციას ამოწმებს და ხშირად არქიტექტურულ გეგმებსა ან ინტერიერის სქემებში ცვლილებებს ითხოვს. CQM ამ პროცესს ადრეულ ეტაპზე წარმართავს, ისე, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე საპროექტო დოკუმენტაცია ბრენდის მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდეს.

CQM-ის სასტუმროს მშენებლობის მენეჯმენტის სრული სპექტრი

სასტუმრო პროექტის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ადრე ჩაერთვება პროფესიონალი კონსულტანტი. CQM-ის გუნდი სასტუმროს პროექტების კონსულტაციას ლოკაციის შეფასების ეტაპიდანვე იწყებს. ბაზრის სპეციფიკა, ბრენდის პოზიციონირება, ინვესტიციის ამოგება - ეს პარამეტრები ადრეულ ეტაპზე განსაზღვრავს, თუ რა ტიპის სასტუმრო შეიძლება კონკრეტულ ადგილზე ეკონომიკურად გამართლებული იყოს. ეს ეტაპი პროექტის მთელ შემდგომ ლოგიკას საფუძვლად უდევს.

01

მშენებლობა: მშენებლობის მიმდინარეობისას მშენებლობის მართვის სერვისი ყოველდღიურ ზედამხედველობას, ვადების კონტროლს, კონტრაქტორებთან კოორდინაციასა და ხარისხის მუდმივ გადამოწმებას მოიცავს. ერთი გაუმართავი სისტემა ან დარღვევა შეიძლება, ბრენდის მიერ ობიექტის გახსნაზე უარის მიზეზი გახდეს.

02

დიზაინ რევიზია: სამშენებლო დიზაინის მართვა და საპროექტო რევიზია კი ქმნის იმ ჩარჩოს, რომელშიც ყველა ტექნიკური გადაწყვეტილება საერთაშორისო ბრენდების სტანდარტებთან, ადგილობრივ ნორმატივებთან და ინვესტორის ბიუჯეტთან მიმართებით მოწმდება. CQM ამ პროცესს კომპლექსურად მართავს, ისე, რომ არქიტექტორი, ინჟინერი და ბრენდის წარმომადგენელი ერთი ლოგიკის ფარგლებში მუშაობდნენ. საპროექტო დოკუმენტაციის ეტაპზე გამოვლენილი შეუსაბამობები გაცილებით ნაკლებ რესურსს მოითხოვს, ვიდრე მშენებლობის პროცესში.

03

FF&E და OS&E მენეჯმენტი: ავეჯის, ჩაშენებული აღჭურვილობისა და სამეურნეო ინვენტარის შესყიდვა - სასტუმრო პროექტებში ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ ეტაპზეა ყველაზე მეტი დაუგეგმავი ხარჯი. CQM სატენდერო პროცედურებს, მომწოდებლების შეფასებასა და მიწოდების ლოგისტიკას ისე მართავს, რომ შესყიდვები ვადებში მოხდეს, ხარჯი კონტროლდებოდეს და ბრენდის სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

04

სახანძრო სისტემების პროექტირება: იგი დამატებით ყურადღებას მოითხოვს, რადგან სასტუმრო ობიექტებს ამ კუთხით განსხვავებული ნორმატიული მოთხოვნები აქვს. CQM ამ სისტემებს საერთაშორისო NFPA სტანდარტებისა და ადგილობრივი ნორმატივების ერთდროული გათვალისწინებით გეგმავს. ამ ორი სისტემის სწორი ინტეგრაცია სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვისთვის და ბრენდის სავალდებულო მოთხოვნებისთვის აუცილებელია. ნებისმიერი ხარვეზი ამ სფეროში ობიექტის გახსნის ვადებზე აისახება.

05

სასტუმროების მშენებლობის ბიუჯეტი: სამშენებლო ბიუჯეტირება კი მთლიანი პროცესის ფინანსური საფუძველია. CQM ხარჯებს ადრეული ეტაპიდანვე გეგმავს - ადგენს ზუსტ ხარჯთაღრიცხვას, განსაზღვრავს დაფინანსების ეტაპებს და პროექტის მიმდინარეობისას ბიუჯეტს რეალურ ხარჯებთან შედარებით მუდმივად ამოწმებს.

განხორციელებული პროექტები და გამოცდილება

CQM-ის პარტნიორებს შორის Holiday Inn, IHG და Nexia-ა. ეს პარტნიორობა ნიშნავს, რომ გუნდს პირდაპირი, პრაქტიკული გამოცდილება აქვს ამ ბრენდების ტექნიკური მოთხოვნების შესრულებაში - TSA კონსულტაციიდან დაწყებული, FF&E და OS&E მენეჯმენტით დამთავრებული. კომპანია იცნობს ბრენდის მოლოდინებს, იცის, სად ხდება ყველაზე ხშირად შეფერხება და გეგმის გადასინჯვა, და რა ეტაპებზე სჭირდება ინვესტორს ყველაზე მეტი ტექნიკური მხარდაჭერა.

სასტუმროს ტექნიკური აუდიტი, როგორც სერვისი , ცალკეა. CQM ობიექტს საერთაშორისო ბრენდების სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით ამოწმებს, ადგენს, რა საჭიროებს კორექტირებას და განახლების გეგმას ისე ადგენს, რომ ინვესტიცია ოპტიმალურად განაწილდეს. ეს სერვისი ხშირად ის ნაბიჯია, რომლის შემდეგაც სასტუმრო ბრენდების ფრანშიზის მიღების მოლაპარაკებები კონკრეტულ და პროდუქტიულ ეტაპზე გადადის.

რატომ CQM? – თქვენი წარმატებული სასტუმროს ფორმულა

სასტუმრო პროექტი ორი სრულიად განსხვავებული საქმის - სამშენებლო ლოგიკასა და სასტუმრო ოპერაციის მოთხოვნების სინთეზია.

CQM სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილებას სასტუმრო ოპერირების ცოდნასთან აერთიანებს. სამშენებლო დიზაინის მართვა და საპროექტო რევიზია, სამშენებლო ბიუჯეტირება და სამშენებლო რისკების მართვა და ანალიზი ერთ, თანმიმდევრულ სისტემაში ერწყმის, ისე, რომ ინვესტორს ნებისმიერ მომენტში პროექტის მიმდინარეობის, ხარჯებისა და რისკების შესახებ სრული წარმოდგენა აქვს.

თუ საერთაშორისო სტანდარტის სასტუმროს მშენებლობას გეგმავთ, დაგვიკავშირდით. მიიღეთ კონსულტაცია სასტუმრო პროექტის მართვასა და ფრანშიზის მოპოვებაზე.

მიიღეთ ექსპერტული კონსულტაცია