მშენებლობა ყველაზე მაღალი სამუშაო ტრავმების შემცველ ინდუსტრიებს შორისაა. სიმაღლეზე მუშაობა, ამწეები, ხარაჩოები, ელექტრომოწყობილობა – ეს ყოველდღიური სამუშაო გარემოა, სადაც ერთმა გაუთვალისწინებელმა გადაწყვეტილებამ შეიძლება, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, წამყვანი სამშენებლო საკონსულტაციო კომპანია ადამიანური კაპიტალის დაცვას პროექტის პირველი დღიდანვე პრიორიტეტად მიიჩნევს.

ბევრ კომპანიას ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ შრომის უსაფრთხოება მხოლოდ ჩაფხუტი, ამრეკლი ჟილეტი და ხელმოწერილი ფურცლების კომპლექტია, რომელიც ინსპექტირების წინ გამოიყენება. ეს მიდგომა არასწორია და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ძვირი ჯდება. შრომის უსაფრთხოების გამართული სისტემა სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობა: მომზადება, დაცვა და კონტროლი. სამივე ერთად მუშაობს, ერთ-ერთის გამოტოვება კი მთელ სისტემას ასუსტებს.

შრომის უსაფრთხოების 3 მთავარი მიმართულება

სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა:

პერსონალის მომზადება – რეგულარული ინსტრუქტაჟი და ტრენინგები – ეს ნიშნავს, რომ ყველა დასაქმებულმა კარგად იცის, რა არის სახიფათო და თუ რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ სიტუაციაში. კანონი ამბობს, რომ ინსტრუქტაჟი ტარდება სამსახურში მიღებამდე, ობიექტის შეცვლისა და ახალი ტექნიკის გამოყენების დაწყებისას, პერიოდულად. ერთჯერადი ინსტრუქტაჟი, განსაკუთრებით სამშენებლო სფეროში, სადაც ყველა ობიექტს თავისი სპეციფიკა აქვს, საკმარისი არ არის.


კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – მოაჯირები, ბადეები, ჩაფხუტები და ღვედები ტექნიკური მოთხოვნაა, თუმცა პრაქტიკაში ეს ნაწილი ხშირად გამოტოვებულია. დამსაქმებელი ვალდებულია, ყველა ეს საშუალება საკუთარი ხარჯით დააფინანსოს, ასევე გააკონტროლოს მათი სათანადო გამოყენება.


ტექნიკური გამართულობა
– ამწეები, ხარაჩოები და ელექტრომოწყობილობა მუდივი შემოწმების საგანია, არა მხოლოდ მონტაჟის დღეს, არამედ ობიექტის მუშაობის განმავლობაში. ამ შემოწმებების ჩატარება და დოკუმენტირება კანონის პირდაპირი ვალდებულებაა. ეს სამი კომპონენტი ერთად მუშაობს – ერთ-ერთის გამოტოვება მთელ სისტემას ასუსტებს.

რატომ არის კრიტიკული რისკების წინასწარი შეფასება?

სამუშაო პროცესის რისკების დაზღვევა ყოველთვის დოკუმენტაციით იწყება. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოს დაწყებისამდე განისაზღვრება, სად და რა სახის საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას. უსაფრთხოების მართვის სისტემები სწორედ ამ ეტაპზე გვეხმარება – პოტენციური საფრთხეები გამოიკვეთება სამუშაოს დაწყებამდე, შემდეგ კი მათი მართვის გეგმა დგება. რისკის შეფასების დოკუმენტი ერთჯერადი ჩანაწერი არ არის. ის მუდამად განახლებადია – ყოველ ჯერზე, როცა სამუშაო პირობები, ტექნოლოგია ან გამოყენებული მასალები იცვლება. 

ობიექტი, სადაც ეს ეტაპი გამოტოვებულია, ინციდენტების წყაროდ იქცევა. ხარაჩოს მონტაჟამდე ტვირთამტანობის გათვლა და ნიადაგის მდგომარეობის შეფასება ყოველ ობიექტზე განსხვავებულია. ამ ეტაპის გამოტოვება ხარაჩოს არასტაბილური მდგომარეობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

შრომის უსაფრთხოება მშენებლობაზე: სპეციალისტის როლი

ობიქეტზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ამოცანა ობიექტის ხარისობრივი მონიტორინგის შეფერხებების გარეშე წარმართვაა. ყოველდღიურად სპეციალისტი ამოწმებს, რომ ყველა მუშა სათანადოდ არის დაცული, ტექნიკა გამართულია  და ინსტრუქციები სრულდება. გარდა ამისა, სპეციალისტი ასახელებს და აღრიცავს საფრთხისშემცველ სიტუაციებს, რომლებსაც ტრავმა არ გამოუწვევია, მაგრამ შეეძლო, გამოეწვია. ეს ჩანაწერები სამომავლო პრევენციის საფუძველია.

კანონის მიხედვით, კომპანია, რომელსაც 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, ვალდებულია, მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული სპეციალისტი ჰყავდეს. 100-ზე მეტი დასაქმებულის შემთხვევაში ცალკე სამსახურია საჭირო, მინიმუმ ორი სპეციალისტით. სამშენებლო ობიექტი, სადაც, პროექტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა იცვლება, ამ მოთხოვნებს ხშირად ვერ ასრულებს. ეს კი ინსპექტირების დროს ყველაზე გავრცელებული სანქციის საფუძველია.

კანონმდებლობა და 41-ე დადგენილება: რა უნდა იცოდეს დეველოპერმა?

საქართველოს კანონმდებლობა სამშენებლო კომპანიებისთვის კონკრეტულ ვალდებულებებს ადგენს. მშენებლობა მომეტებული საფრთხის შემცველ საქმიანობად კლასიფიცირდება, შესაბამისად, ამ კომპანიებს ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია ევალება. ეს ფორმალობა არ არის, ამ რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება კანონდარღვევაა.

41-ე დადგენილება კი კონკრეტულად სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს განსაზღვრავს. ამ ნორმების შეუსრულებლობა ჯარიმის ან სამუშაო პროცესის შეჩერების საფუძველია. კრიტიკული შეუსაბამობის, ანუ დარღვევის, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს მომენტალურ საფრთხეს უქმნის, გამოვლენის დროს სამუშაო პროცესი დაუყოვნებლივ შეჩერება. სამშენებლო კომპანისთვის, სადაც ვადები განსაზღვრულია, კონტრაქტები კი – ურთიერთდამოკიდებული, შეჩერება ოპერაციულ ქაოსს იწვევს.

პროექტების კომპლექსური მართვა ავტომატურად ითვალისწინებს ამ მოთხოვნების დაცვას – ობიექტი ინსპექტირებისთვის ნებისმიერ დღეს, წინასწარი შეტყობინების გარეშე მზად უნდა იყოს.

შრომის უსაფრთხოება მშენებლობაზე, როგორც ინვესტიცია და არა ხარჯი

ინციდენტი ობიექტზე ყოველთვის ძვირი ჯდება – სამუშაოს შეჩერება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კომპანიის რეპუტაცია. ვინც სისტემას წინასწარ აწყობს, მისთვის ხარჯი ბევრად ნაკლებია. ინციდენტების პრევენცია ობიექტზე ნაკლებ შეფერხებას, ნაკლებ სამედიცინო შვებულებასა და კარგ რეპუტაციას ნიშნავს, ისეთ სფეროში, სადაც ნდობა ახალ კონტრაქტებში აისახება. 

 

თანამშრომელი, რომელიც სამუშაო ადგილზე თავს დაცულად გრძნობს, ნაკლებ შეცდომებს უშვებს. ეს კავშირშია ობიექტის ზოგად ხარისხთან. გარდა ამისა, ბევრ კერძო და სახელმწიფო ტენდერში შრომის უსაფრთხოების სისტემის არსებობა კომპანიის კვალიფიკაციის ნაწილად განიხილება. გამართული სისტემა ტენდერებში კონკურენტული უპირატესობაა.

 

შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა მოქნილი უნდა იყოს, ისე, რომ ობიექტის სპეციფიკასთან, მასზე დასაქმებულ ადამიანებთან და გამოყენებულ ტექნოლოგიასთან ერთად ვითარდებოდეს. ეს ნიშნავს, რომ სტანდარტული, ყველასთვის ერთნაირი დოკუმენტების ნაკრები კონკრეტულ ობიექტზე მორგებულ მიდგომას ვერ ანაცვლებს. 

 

გსურთ თქვენს ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სწორად დანერგვა? დაუკავშირდით CQM-ის გუნდს და მიიღეთ პროფესიონალური მხარდაჭერა.