სამშენებლო პროექტების დიდი ნაწილი ბიუჯეტს სცდება. ეს სტატისტიკა დარგში კარგად ნაცნობია, თუმცა მიზეზზე იშვიათად საუბრობენ. ხარჯების გადაცილება უმეტეს შემთხვევაში ბაზრის მდგომარეობის გამო არ ხდება – ის არასწორი ან ზედაპირული დაგეგმარების შედეგია. სწორედ ამიტომ სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა პროექტის წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი წინაპირობაა. სანდო სამშენებლო პარტნიორი საქართველოში სამუშაოს სწორედ ამ წერტილიდან იწყებს: ბიუჯეტი სტრუქტურულად იქმნება.
პრობლემა კი ის არის, რომ ბევრი დამკვეთი ბიუჯეტის გადაცილებას ფაქტად იღებს. ეს ხდება მაშინ, როცა ფინანსური დაგეგმარება არ არის სწორი, მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა – არასრულია, ხოლო პროცესში კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ასეთ დროს ფინანსური რისკების მართვა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, რადგან ცდომილების ადრე ამოცნობის საშუალება აღარ რჩება.
რატომ არის სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა პროექტის გადამწყვეტი ფაქტორი?
ბიუჯეტი მხოლოდ ციფრების ჯამი არ არის. ის გადაწყვეტილებების თანმიმდევრობაა, რომელიც პროექტის პირველი დღიდანვე განსაზღვრავს, რა მოხდება შემდეგ – რა ეტაპზე შეჩერდება სამუშაო, სად გაჩნდება დაძაბულობა კონტრაქტორთან და სად მოუწევს დამკვეთს ხარისხზე კომპრომისი. ამიტომ სამშენებლო ბიუჯეტის დაგეგმვას არ უნდა მივუდგეთ როგორც ფორმალურ პროცედურას.
არაზუსტი დაგეგმარება, როგორც წესი, ორი სახით ვლინდება: როცა ხარჯები შეფასებულია ნომინალურად, ყოველგვარი რეზერვის გარეშე და როცა ბიუჯეტში შეტანილია მხოლოდ „ხილული” პუნქტები: მასალები, სამუშაო ძალა, ტექნიკა. ყველაფერი, რაც ამ სამს მიღმაა, სახელდება „გაუთვალისწინებელ ხარჯად” მაშინ ჩნდება, როცა საამისო რეზერვი უკვე აღარ არის. ასე ჩნდება გაუთვალისწინებელი ხარჯები მშენებლობაზე, რომელთა დაფარვაც უკვე დაგეგმილ თანხებს სცდება.
ხარჯები გათვალისწინებადია, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ ის საწყის ეტაპზევე, რისკებთან ერთად იქნება გათვლილი.
ხარჯთაღრიცხვის სიზუსტე – როგორ ავიცილოთ „ფარული” ხარჯები?
სამშენებლო ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის სერვისი სრულ სტრუქტურას გულისხმობს, რომლის გულსაც ზუსტი სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი არა მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებს, არამედ მთავარი კონტრაქტორის წინასწარ ხარჯებს, სახელმწიფო ნებართვებისა და ტექნიკური ზედამხედველობის მოსაკრებლებს, საპროექტო და საკონსულტაციო ჰონორარებს, ლოჯისტიკასა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ისევე, როგორც ინფლაციასა და ბაზრის ფასცვლილებებს მოიცავს.
NRM 1-ის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, საბაზო ხარჯთაღრიცხვა არ უნდა შეიცავდეს რისკისა და ინფლაციის ალოკაციებს – ეს ორი კომპონენტი ცალკე უნდა გამოითვლებოდეს.
როცა ბიუჯეტი სრულია, დამკვეთი ზუსტად ხედავს, კონკრეტულად სად არის ხარჯები მოქნილი და სად – არა. ეს ინფორმაცია კი გადაწყვეტილებებს ამარტივებს და მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის პროცესს გამჭვირვალეს ხდის.
გაუთვალისწინებელი ხარჯების რეზერვი: რამდენია ოპტიმალური?
ყველა სამშენებლო პროექტი გარკვეული დონის გაურკვევლობას გულისხმობს. ფინანსური და ტექნიკური რისკების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ოპტიმალური სარეზერვო ფონდი, პროექტის ეტაპისა და სირთულის მიხედვით, განსხვავდება. სარეზერვო ფონდის სწორად განსაზღვრა ფინანსური რისკების მართვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ადრეულ, კონცეფციის სტადიაზე, როცა სამშენებლო დოკუმენტაცია ჯერ არ არის სრული, ამ მაჩვენებელმა 20-30%-ს შეიძლება, მიაღწიოს. დეტალური პროექტის ეტაპზე კი – 5-10%-მდე მცირდება. რაც მეტი ინფორმაცია გვაქვს, მით ნაკლებია გაურკვევლობა და, შესაბამისად, ნაკლები სარეზერვო ბალანსი გვჭირდება. ამიტომაც სამშენებლო ხარჯთაღრიცვა ეტაპობრივი, განახლებადი პროცესია.
სწორედ ეს ფონდია ის ბუფერი, რომელიც გაუთვალისწინებელ ხარჯებს მშენებლობაზე ამორტიზებს და პროექტს გაჩერებისგან იცავს. მნიშვნელოვანია ის, რომ სარეზერვო ფონდი არ არის თანხა, რომელიც პირველივე გამოწვევაზე იხარჯება. მისი გამოყენება სისტემატური, დოკუმენტირებული, დასაბუთებული და კონტრაქტის პირობებთან შეჯერებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი მოულოდნელობა ბიუჯეტს ჩამოშლის, მეორე კი – პროექტს აჩერებს.
გარდა ამისა, სარეზერვო ფონდი, პროექტის მიმდინარეობასთან ერთად, მუდმივად უნდა გადაიხედოს. ის, რაც პირველ ეტაპზე პრიორიტეტული რისკი ჩანდა, შეიძლება, მეორე ეტაპზე უკვე მოგვარებული იყოს და ახალმა იჩინოს თავი.
მასალების ფასების ინფლაცია და ფინანსური რისკების მართვა მშენებლობის ხარჯთაღრიცხვისას
2025 წელს სამშენებლო მასალების ფასები მკვეთრად გაიზარდა. ალუმინის ფასი წლის განმავლობაში 30%-ზე მეტით, ფოლადის – 17%-ით, სპილენძის კი – 12%-ით გაიზარდა. ეს ციფრები ამერიკული Associated General Contractors-ის მონაცემებია, მაგრამ ტენდენცია გლობალურია და საქართველოს სამშენებლო ბაზარზეც აისახება.
ამ ფონზე, ბიუჯეტი, რომელიც ფიქსირებული ფასებით არის აგებული და ინფლაციის დინამიკას არ ითვალისწინებს, რეალისტური არ არის. ამიტომ მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა ინფლაციის დინამიკის გათვალისწინებით უნდა წარიმართოს. პროექტების კომპლექსური მართვა ამ გამოწვევას კონკრეტული ინსტრუმენტებით პასუხობს: ადრეული შესყიდვების სტრატეგია, კონტრაქტორებთან ფასის ფიქსაციის მოლაპარაკებები და ა.შ.
ინფლაციის ორი კომპონენტი ერთმანეთისგან განსხვავდება: ტენდერამდელი პერიოდის ინფლაცია, ის, რაც ხდება შეფასების მომენტიდან ტენდერის გამოცხადებამდე ხდება, ასევე, სამშენებლო პერიოდის ინფლაცია, რომელიც პროექტის განხორციელებისას მიმდინარეობს. ორივე ცალ-ცალკე უნდა გამოითვალოს და ბიუჯეტში ასახოს. ის კომპანია, რომელიც ამ განსხვავებას ითვალისწინებს, პრაქტიკულად ყველა სხვა კომპანიაზე უკეთაა მზად ამ პერიოდისთვის. სწორედ ასე იქცევა მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა რეალურ, ბაზრის შესაბამის ინსტრუმენტად.
რატომ არის საჭირო პროფესიონალური სამშენებლო აუდიტი?
ბიუჯეტის კონტროლი მშენებლობის დაწყების შემდეგ არ მთავრდება. პირიქით, სწორედ ამ ეტაპზე იწყება ბიუჯეტის მონიტორინგი და ხარჯთაღრიცხვა, რომელიც ფინანსურ სტაბილურობას განაპირობებს. სინამდვილეში, ფინანსური მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სამშენებლო პროცესშია, მაშინ, როცა ფული უკვე მოძრაობს.
სამშენებლო აუდიტი და კონტრაქტების ადმინისტრირება დამკვეთს ეხმარება, რომ ხარჯები კონტრაქტის პირობებს შეესაბამებოდეს, გადახდის მოთხოვნები – ფაქტობრივ შესრულებას, ხოლო გადახარჯვა დროულად გამოიკვეთოს, სანამ ის კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.
პრაქტიკაში ეს ასე გამოიყურება: კონტრაქტორი გადახდის მოთხოვნას წარადგენს, სამშენებლო აუდიტი ამოწმებს, სამუშაოს რომელი ნაწილია ფაქტობრივად დასრულებული, შემდეგ კი გადახდა შესრულებული სამუშაოს პროპორციულად ხდება.
გარდა ამისა, მუდმივი ბიუჯეტის მონიტორინგი და აუდიტი ავლენს ისეთ შეუსაბამობებს, როგორებიცაა სამუშაოს გაორმაგება, არასათანადოდ შეფასებული სუბკონტრაქტორული ხარჯები ან ისეთი პუნქტები, რომლებიც კონტრაქტში ჩაწერილია, მაგრამ ფაქტობრივად შეუსრულებელია. ეს სხვაობა, ხშირ შემთხვევაში, ექვსნიშნა რიცხვს აღწევს.
მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა ხარისხის დათმობის გარეშე
ხარჯების შემცირება და ხარისხის დათმობა ერთი და იგივე არ არის, თუმცა ბევრი მათ ერთმანეთთან აიგივებს. მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა სწორედ ამ ორი ცნების გამიჯვნით იწყება. სამშენებლო ბიუჯეტირებაში არსებობს Value Engineering-ის პრინციპი, მიდგომა, რომელიც ხარჯს ამცირებს არა დანაკლისის, არამედ ალტერნატივის გზით.
კონკრეტულად ეს ნიშნავს სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტის, მასალის ან კონსტრუქციული მეთოდის შედარებას ხარისხის, ხანგამძლეობისა და ღირებულების ერთობლიობაში. ხშირად, ნაკლებად ცნობილი ალტერნატივა ტრადიციულ გადაწყვეტაზე ბევრად უკეთესია არა მხოლოდ ფასით, არამედ ექსპლუატაციის ვადითა და მოვლის ხარჯებითაც. თუმცა ნებისმიერი ალტერნატივის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობაზე, რადგან სწორედ სწორი კონტროლი უზრუნველყოფს, რომ შერჩეული გადაწყვეტა პროექტის მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად შესრულდეს.
ეს ანალიზი პროექტირების ეტაპზე კეთდება, მაშინ, როცა ცვლილებები ჯერ კიდევ არ გულისხმობს დამატებით ხარჯს. მშენებლობის დაწყების შემდეგ ნებისმიერი ცვლილება, თუნდაც გამართლებული, ბიუჯეტზე ორჯერ მოქმედებს: ახალი სამუშაოს ფასითა და დაკარგული დროის ფასით. სწორედ ამიტომ, სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის საუკეთესო მომენტი ყოველთვის დასაწყისია.
ფინანსური სტაბილურობა, როგორც მშვიდი მშენებლობის გარანტი
სწორად დაგეგმილი სამშენებლო ბიუჯეტი ნიშნავს, რომ პროცესი პროგნოზირებადია და მისი მართვა ადვილადაა შესაძლებელი. ეს კი ზუსტად ისაა, რასაც სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა ემსახურება.
ამ დონის ფინანსური სტაბილურობა, პირველ რიგში, სისტემის შედეგია: დეტალური ხარჯთაღრიცხვა, სარეზერვო ფონდი, ინფლაციის ანგარიში, მიმდინარე აუდიტი და კონტრაქტების სწორი ადმინისტრირება. ეს ხუთი კომპონენტი ერთად მუშაობს. ერთ-ერთის გამოტოვება კი ბიუჯეტს აზიანებს.
უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიონალი მენეჯერის ჩართვა და მუდმივი დანახარჯების კონტროლი ფინანსურ კოლაფსს თავიდან აგაცილებთ. ამასთან, მშენებლობის დაგეგმვა და ვადების კონტროლი პროცესის ფინანსურ სტაბილურობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს, რადგან დროისა და რესურსების არასწორი განაწილება ხშირად სწორედ დამატებითი ხარჯების წყარო ხდება. კომპანიები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას ადრეულ ეტაპზე იღებენ, ბევრად ნაკლებს ხარჯავენ.
თუ თქვენი პროექტის ფინანსური უსაფრთხოება გსურთ, სამშენებლო პროექტების სამართავად დაუკავშირდით CQM-ს და მიიღეთ პროფესიონალური მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის მომსახურება მათგან.
