საკვები პროდუქტების საწარმოს მშენებლობა და HACCP სტანდარტების მართვა
2021 წლიდან საქართველოში HACCP სტანდარტების მართვა ყველა კვების საწარმოსთვის სავალდებულოა. CQM უზრუნველყოფს პროექტის სრულ შესაბამისობას სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან (HACCP, ISO 22000), რაც მეწარმეს აცილებს ძვირადღირებულ გადაკეთებებსა და სამართლებრივ ბარიერებს.

რატომ იწყება HACCP სტანდარტების მართვა პროექტირების ეტაპზე?
სურსათის უვნებლობა მშენებლობაში ფიზიკურ სტრუქტურაზეა დამოკიდებული. თუ პროექტირების ეტაპზე არ დაიცვა სპეციფიკური ნორმები, ობიექტი სერტიფიცირებას ვერ გაივლის.
ზონირება და ნაკადები
„სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ზონების გამიჯვნა ისე, რომ ნედლეულისა და მზა პროდუქციის ნაკადები ერთმანეთს არ გადაეკვეთოს.
ზედაპირების სპეციფიკა
ანტიბაქტერიული იატაკებისა და კედლების შერჩევა, რომლებიც მდგრადია ქიმიური საშუალებებისა და ნოტიო გარემოს მიმართ.
ვენტილაცია და ფილტრაცია
ჰაერის წნევის, ტენიანობისა და ფილტრაციის ინდივიდუალური სქემები კონტამინაციის რისკების მინიმუმამდე დასაყვანად.
CQM-ის საწარმოს მშენებლობის მართვა
ჩვენი გუნდი სამშენებლო მენეჯმენტსა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებს ერთ, ინტეგრირებულ პროცესად განიხილავს:
საწარმოს სამშენებლო მენეჯმენტი: პროცესების ოპტიმიზაცია და ტექნოლოგიური პროექტის რევიზია სურსათის უვნებლობის ექსპერტებთან ერთად.
MEP სისტემების მართვა: სპეციფიკური ტემპერატურული რეჟიმებისა და სველი ზონების სწორი დრენაჟის უზრუნველყოფა საინჟინრო სიზუსტით.
ტექნიკური ზედამხედველობა: მასალების ხარისხის კონტროლი, რათა ყოველი დეტალი აკმაყოფილებდეს კვებისათვის უსაფრთხოების ნორმებს.
განხორციელებული საწარმოო პროექტები
CQM-ის გამოცდილება მოიცავს სასმელების, რძის პროდუქტების, ხორცის გადამუშავებისა და საკონდიტრო წარმოების ობიექტებს. ბევრ შემთხვევაში, სწორედ სამშენებლო დიზაინის მართვა და საპროექტო რევიზია ეტაპზე გამოვლენილმა ხარვეზებმა იხსნა ობიექტი სერტიფიცირების ჩავარდნისაგან.
ჩვენ ვმუშაობთ მსხვილ აგრო-ინდუსტრიულ კომპლექსებთან, სადაც წარმოების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლის (ნედლეულიდან მზა პროდუქციამდე) ჰიგიენური მოთხოვნები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
რატომ CQM? – თქვენი საწარმოს უსაფრთხოების გარანტია
ჩვენ ვართ სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს შენობის ტექნიკურ გამართულობაზე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით:
