საკვები პროდუქტების საწარმოს მშენებლობა და HACCP სტანდარტების მართვა

2021 წლიდან საქართველოში HACCP სტანდარტების მართვა ყველა კვების საწარმოსთვის სავალდებულოა და ეს ვალდებულება მშენებლობის დაწყების პირველივე ეტაპზევე წარმოიქმნება. 

დღევანდელ ბაზარზე კონკურენტუნარიანობა სულ უფრო მეტად განისაზღვრება არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხით, არამედ იმით, რომ ეს ხარისხი სისტემურად და დამადასტურებელი სტანდარტების შესაბამისად არის უზრუნველყოფილი. 

კვების ინდუსტრიის პროექტები, ტექნიკური სირთულის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სფეროა. 

კვების საწარმოს მშენებლობა

რატომ უნდა დაიწყოს HACCP სტანდარტების მართვა პროექტირების ეტაპზე?

სურსათის უვნებლობა მშენებლობაში ერთ-ერთი ყველაზე არასწორად გაგებული თემაა. მეწარმეების დიდი ნაწილი HACCP-ს პროცედურულ, ისეთ საკითხად აღიქვამს, რაც შეიძლება, საწარმოს ამოქმედების შემდეგ, ინსპექციამდე ცოტა ხნით ადრე მოგვარდეს. ეს მიდგომა პრინციპულად არასწორია და, პრაქტიკაში, ძვირადღირებული შეცდომის საფუძველია. 

კვების საწარმოს ობიექტზე HACCP მოთხოვნები მხოლოდ პერსონალის სწავლებას ან საჭირო დოკუმენტაციის შევსებას არ გულისხმობს. 

ზონირება

კვების საწარმოში ყველაზე ფუნდამენტური მოთხოვნაა. ზონები ისე უნდა გაიყოს, რომ წარმოების ნაკადი ერთმანეთთან არ გადაკვეთოს. ნედლეულის შეტანის მარშრუტი, გადამუშავების ზონა, შეფუთვა და მზა პროდუქციის გასვლა - ეს ყველაფერი ლოგიკური, ცალმხრივი ნაკადის პრინციპით უნდა იყოს დაგეგმილი. თუ ეს ნაკადები ერთმანეთს კვეთს, შენობა ვერ დააკმაყოფილებს სტანდარტს.

ზედაპირების შერჩევა

ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. კვების ინდუსტრიაში გამოყენებული იატაკის საფარი, კედლის მოპირკეთება და ჭერის კონსტრუქცია სპეციფიკური ნორმების შესაბამისი უნდა იყოს - ბაქტერიების დაგროვების პირობების გარეშე, ქიმიური სარეცხი საშუალებებისადმი მდგრადი, ნოტიო გარემოში გამძლე და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის გათვლილი. მასალების არასწორი შერჩევა კი საწარმოს ინსპექტირებასა ან სერტიფიცირებაზე უარყოფით გავლენას ახდენს და პროცესს აყოვნებს.

ვენტილაცია და ჰაერის ფილტრაცია

ჩვეულებრივი სამშენებლო ნორმების მიხედვით ვერ დაიგეგმება. სხვადასხვა ზონაში ჰაერის წნევა, ტემპერატურა, ტენიანობა და ფილტრაციის ხარისხი ინდივიდუალურად, გადამუშავებული პროდუქტის სახეობისა და ტექნოლოგიური მოთხოვნების მიხედვით განისაზღვრება. არასწორი ვენტილაცია კვების საწარმოში კონტამინაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყაროა.

სანიტარული ნორმები პროექტირებაში თუ გათვალისწინებული არ იქნება, მათი შენობაში შემდგომი „დამატება" ძვირი და ხშირად ტექნიკურად შეუძლებელიც კია. სწორედ ამ მიზეზით ISO 22000 სტანდარტების მიხედვით მომუშავე კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი სერტიფიცირებას ვერ ახერხებს.

CQM-ის საწარმოს მშენებლობის მართვა კვების ობიექტებისთვის

CQM-ის მშენებლობის მართვის სერვისი კვების ინდუსტრიის პროექტებისთვის იმ ეტაპზე იწყება, როცა ტექნიკური მოთხოვნები პროექტირებაში პირველად ჩნდება. ჩვენი გუნდი სამშენებლო მენეჯმენტსა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებს ერთ, ინტეგრირებულ პროცესად განიხილავს. ეს მიდგომა პრინციპულ განსხვავებას ქმნის - კლიენტი იბარებს ობიექტს, რომელიც სერტიფიცირებისთვის მზადაა. 

01

სამშენებლო დიზაინის მართვა და საპროექტო რევიზია სურსათის უვნებლობის სპეციფიკური ნორმების გათვალისწინებით მიმდინარეობს. CQM-ის გუნდი არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან ერთად ამოწმებს, შეესაბამება თუ არა პროექტის ყოველი დეტალი HACCP-ის პრინციპებს - კარების განლაგებიდან სადრენაჟო სისტემამდე, ფანჯრების კონსტრუქციიდან სანტექნიკის სქემამდე. ეს არის ღრმა ტექნიკური ანალიზია, რომელიც ობიექტის სამომავლო ფუნქციონირებას კანონმდებლობის მოთხოვნებს შეუსაბამებს. 

02

MEP სისტემების პროექტირება და მართვა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია - ვენტილაცია, გათბობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელექტრომომარაგება და სხვა საინჟინრო სისტემები, რომლებიც კვების საწარმოში სპეციფიკური ტემპერატურული და ჰიგიენური რეჟიმების საფუძველია.

03

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი ადასტურებს, რომ გამოყენებული მასალები და კონსტრუქციული გადაწყვეტილებები პროექტის მოთხოვნებს შეესაბამება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვების ობიექტებში, სადაც გამოყენებული საიზოლაციო, სამოსაპირკეთებელი და სანტექნიკო მასალები კვებისათვის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს.

ადგილობრივ სამშენებლო ბაზარზე ხშირია შემთხვევები, როდესაც კონტრაქტორი ანალოგურ, მაგრამ სტანდარტებთან შეუსაბამო მასალებს იყენებს - ხარჯების შემცირების ან ბაზარზე ხელმისაწვდომობის მიზეზით. CQM-ის ტექნიკური ზედამხედველობა ამ რისკს სისტემურად გამორიცხავს.

საწარმოო ფართების ოპტიმიზაცია CQM-ის მიდგომაში მხოლოდ ეფექტიანობის საკითხი არ არის. ეს ერთდროულად ნიშნავს, რომ ყოველი კვადრატული მეტრი ისეა გამოყენებული, რომ ტექნოლოგიური ნაკადი, ჰიგიენური ნორმები და ოპერაციული მოქნილობა ერთ გეგმარებაში მუშაობს.

განხორციელებული საწარმოო პროექტები

CQM-ის გამოცდილება ინდუსტრიული მშენებლობის სექტორში მოიცავს კვების საწარმოებს სხვადასხვა სფეროდან - სასმელების, რძის პროდუქტების, ხორცის გადამუშავებისა და საკონდიტრო წარმოებიდან. ყველა ამ პროექტში საწარმოო ფართების ოპტიმიზაცია HACCP-ის მოთხოვნებთან ერთ, ინტეგრირებულ პროცესში მიმდინარეობდა.

სამშენებლო დიზაინის მართვა და საპროექტო რევიზიის ეტაპზე გამოვლენილი ხარვეზები რამდენიმე შემთხვევაში ობიექტს სერტიფიცირების პრობლემისგან აზღვევს.

ერთ-ერთ კონკრეტულ პროექტში საპროექტო რევიზიამ გამოავლინა ზონირების ისეთი პრობლემა, სადაც ნედლეულისა და მზა პროდუქციის ნაკადები ერთ დერეფანში იკვეთებოდა. ამ ხარვეზის შენობის მშენებლობის შემდეგ გამოსწორება კედლების ნაწილობრივ დანგრევასა და გადაგეგმარებას მოითხოვდა. პროექტირების ეტაპზე ჩარევამ კლიენტს ეს ხარჯი სრულად დაუზოგა და ვადები შეუნარჩუნა.

სხვა შემთხვევაში MEP სისტემების ეტაპზე გამოვლინდა, რომ სავენტილაციო სქემა ვერ უზრუნველყოფდა საჭირო ჰაერის განახლების სიხშირეს საწარმოო ზონაში, რაც HACCP-ის ინსპექციაზე უარყოფითი შეფასების საფუძველი გახდებოდა. სისტემის გადაპროექტება და კორექტირება მშენებლობის ადრეულ ეტაპზე, დამატებითი ხარჯებისა და შეფერხებების გარეშე მოხდა.

გუნდს ასევე აქვს მსხვილ აგრო-ინდუსტრიულ კომპლექსებთან მუშაობის გამოცდილება, სადაც საწარმოს სამშენებლო მენეჯმენტი წარმოების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს ერთდროულად ფარავს - ნედლეულის შესვლის ზონიდან გადამუშავების სივრცემდე, მზა პროდუქციის შენახვამდე და გამოყვანამდე. ასეთ კომპლექსებში სხვადასხვა ზონის ტექნოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და სწორედ ეს სირთულეა CQM-ის გამოცდილების ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნაწილი.

კვების ინდუსტრიის პროექტები გვასწავლის, რომ ყოველი ობიექტი ინდივიდუალურია. სტანდარტული გადაწყვეტილებები ამ სფეროში არ მუშაობს.

HACCP და ISO 22000 - განსხვავება, რომელიც მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანია

HACCP სტანდარტსა და ISO 22000-ს შორის პრაქტიკული განსხვავების დანახვა მშენებლობის კონტექსტში უმნიშვნელოვანესია. HACCP საფრთხეების ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები ოპერაციული სტანდარტია, რომელიც ძირითადად წარმოების პროცესზეა ორიენტირებული. ISO 22000 კი სისტემური სტანდარტია, რომელიც HACCP-ის პრინციპებს მენეჯმენტის სისტემაში აერთიანებს და ბევრად უფრო ფართო ორგანიზაციულ კონტექსტს მოიცავს.

პრაქტიკულად, კვების საწარმოს მშენებლობაში ორივე სტანდარტი ერთდროულად უნდა გავითვალისწინოთ: HACCP-ის მოთხოვნები ობიექტის ფიზიკური სტრუქტურის სახელმძღვანელოა, ISO 22000 კი ფართო სისტემური ჩარჩო, რომელშიც ეს ობიექტი ფუნქციონირებს. CQM-ის სამშენებლო მენეჯმენტი ორივეს ითვალისწინებს, რათა კლიენტი სერტიფიცირების პროცესს მზად დახვდეს.

რატომ CQM? - თქვენი საწარმოს უსაფრთხოების გარანტია

CQM სამშენებლო პროექტების მართვის კომპანიაა, რომელიც შენობის ტექნიკურ გამართულობაზეა პასუხისმგებელი HACCP სტანდარტების მიხედვით, პროექტის დაწყებიდან ექსპლუატაციაში გადაცემამდე. ჩვენი მიდგომა მარტივია: კვების საწარმო სწორად უნდა დაიგეგმოს, აშენდეს და ჩაბარდეს დამკვეთს ისე, რომ სერტიფიცირება პროცესის ბუნებრივი დასასრული იყოს და არა მოულოდნელი დაბრკოლება.

კვების საწარმოს მშენებლობა სერიოზული ინვესტიციაა - ფინანსური, დროითი და სტრატეგიული. ნებისმიერი ინვესტიცია კი საჭიროებს გუნდს, რომელსაც ესმის როგორც სამშენებლო, ასევე ინდუსტრიული სტანდარტების შესაბამება შეუძლია.

გეგმავთ კვების საწარმოს მშენებლობას? დაგვიკავშირდით - ჩვენი გუნდი დეტალურად შეაფასებს თქვენი პროექტის ტექნიკურ მოთხოვნებს, გამოავლენს პოტენციურ რისკებს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გზას ერთად დაგიგეგმავთ..

მიიღეთ ექსპერტული კონსულტაცია